6 რჩევა, რომელსაც ფსიქოთერაპევტები ყველაზე ხშირად აძლევენ პაციენტებს: აირჩიე ის, რაც შეგეფერება - rogor.ge

6 რჩევა, რომელსაც ფსიქოთერაპევტები ყველაზე ხშირად აძლევენ პაციენტებს: აირჩიე ის, რაც შეგეფერება

ჩაწერეთ თქვენი აზრები

არ არის საჭირო გრძელი ტექსტების დაწერა - საკმარისია მოკლე ჩანაწერები, რათა თვალყური ადევნოთ ცვლილებებს თქვენს განწყობასა და ქცევაში, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე.

როგორ ამოვიცნოთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა - 5 ნიშანი

იარეთ ყოველდღე

ზოგჯერ თქვენ უბრალოდ უნდა დაისვენოთ რაღაცებისგან და ჰაერზე გაისეირნოთ. არ გჭირდებათ სირბილი ან აქტიური ვარჯიში: მშვიდი სეირნობა დაგეხმარებათ დაამშვიდოთ გონება.

შეადგინეთ „თქვენი ადამიანების" სია

ჩაწერეთ საყვარელი ადამიანების სახელები, რომლებსაც იცნობთ და ენდობით. დაურეკეთ ან მიწერეთ, როცა თავს მარტო გრძნობთ ან სირთულეებს შეხვდებით - ნუ დარჩებით მარტო თქვენს პრობლემებთან. ნუ ნერვიულობთ, როცა სიაში მყოფმა ვერ შეძლო თქვენთან საუბარი, უბრალოდ დაუკავშირდით სხვა ადამიანს.

შეადგინეთ სია, რაც დაგეხმარებათ

მხიარული კატის ვიდეოები YouTube-ზე, კითხვა, თქვენი საყვარელი კომედია, გასეირნება, აბაზანა არომატიზებული მარილებით, მეგობართან დარეკვა, ქსოვა, ცურვა ან იოგა - გახსოვდეთ ყველაფერი, რაც უკეთ გაგრძნობინებთ თავს. ნახეთ ეს სია, როცა მოწყენილი ხართ. აირჩიეთ რომელიმე ვარიანტი განწყობის ასამაღლებლად.

როგორი უნდა იყოს და რამდენ ხანს გრძელდებოდეს ჯანსაღი ძილი? კარდიოლოგის განმარტება

გაანალიზეთ თქვენი დამოკიდებულება ალკოჰოლთან

თუ გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა, მნიშვნელოვანია აანალიზებდეთ როდის და რამდენს სვამთ. თუ თქვენ იღებთ ალკოჰოლს როცა მოწყენილი ხართ, მაშინ უარი თქვით ამ ჩვევაზე - რაც უფრო მეტ ალკოჰოლს იღებთ, მით უფრო ცუდად იგრძნობთ თავს გრძელვადიან პერსპექტივაში.

საღამოს რიტუალი

კარგი ძილი მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, მაგრამ შეუძლებელია კარგად იძინოთ, თუ ებრძვით შფოთვას ან დეპრესიულ აზრებს. იპოვეთ ისეთი რამ, რაც დაგეხმარებათ დამშვიდებაში, მაგალითად, როგორიცაა ხატვა ან კითხვა და გააკეთეთ ეს ყოველ ღამე.

გაღიზიანება, დაუცველობა, შფოთვა - ნერვული აშლილობის 7 ნიშანი - შეამოწმეთ საკუთარი თავი