როგორ ამოვიცნოთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა - 5 ნიშანი - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა - 5 ნიშანი

აკვიატება

"ოკა"-თი დაავადებულებს ხშირად სჯერათ, რომ თუ კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ღუმელს ან ინტერნეტში მოძებნიან იმ დაავადების სიმპტომებს, რომლებიც მათი აზრით, აქვთ, საბოლოოდ შეძლებენ დამშვიდებას. მაგრამ ეს გრძნობა მცდარია. ტვინში წარმოიქმნება ბიოქიმიური ასოციაციები შიშის ობიექტთან. აკვიატებული რიტუალების გამეორება კიდევ უფრო არწმუნებს ტვინს, რომ საფრთხე მართლაც რეალურია, რითაც ავსებს მანკიერ წრეს.

გარკვეული რიტუალების შესრულების აკვიატებული მოთხოვნილება

გარკვეული რიტუალების შესრულების მოთხოვნილება (მაგალითად, დღეში 20-ჯერ ამოწმებთ, ჩაკეტილია თუ არა შესასვლელი კარი). ამ აშლილობის მქონე ადამიანისთვის რიტუალების შესრულება სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია და ვერავითარი ფულის სანაცვლოდ ვერ შეძლებენ აკვიატებულ რიტუალზე უარის თქმას.

შიშების მართებულობის რწმენა

"ოკა"-თი დაავადებულები კარგად იცნობენ სიტყვიერ კონსტრუქციას „კი, მაგრამ...“ („დიახ, ბოლო სამმა ანალიზმა აჩვენა, რომ მე არ მაქვს ესა თუ ის დაავადება, მაგრამ საიდან ვიცი, რომ ლაბორატორიაში ანალიზის პასუხები არ აურიეს?) ვინაიდან იშვიათადაა შესაძლებელი რაიმეში იყო აბსოლუტურად დარწმუნებული, არანაირი რწმენა არ ეხმარება პაციენტს ამ აზრების დაძლევაში და ის აგრძელებს შფოთვას.

გარდამტეხი წერტილი

"ოკა"-თი დაავადებულს არ შეუძლია ზუსტად თქვას, როდის გაჩნდა აშლილობა პირველად, მაგრამ უმეტესობას ახსოვს. თავდაპირველად წარმოიქმნება უბრალოდ უმიზეზო შფოთვა, რომელიც შემდეგ კონკრეტულ შიშში გადაიზრდება.

შფოთვა

თითქმის ყველა შიშს, რომელიც აწუხებს "ოკა"-ს პაციენტებს, აქვს გარკვეული საფუძველი. თუ ამ რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებული მუდმივი გაურკვევლობის მიუხედავად, შეგიძლიათ ნორმალურად ფუნქციონირება, დიდი ალბათობით არ გაქვთ "ოკა" (ან ძალიან მსუბუქი შემთხვევა). პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც შფოთვა მთლიანად განადგურებთ, რაც ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებას.

როგორ ამოიცნოთ ნერვული აშლილობა

რა უნდა მიირთვათ დასამშვიდებლად: ჯანსაღი საკვების სია ნევროლოგისგან

როგორ მიხვდეთ, აწუხებს თუ არა თქვენს შვილს შფოთვა ან სტრესი

დილის შფოთვის 3 მიზეზი და როგორ გაუმკლავდეთ მათ

როგორ გავხდეთ მშვიდი ადამიანი