როგორ დაამარცხოთ შინაგანი მტერი - 5 გზა
"ეს რომ მცოდნოდა.."
განმეორებითი წარუმატებლობის მიღმა იმალება ქცევის სპეციფიკური ტიპი, რომელიც საჭიროებს გამოკვლევას. როდესაც ჩვენ ვცდილობთ ისტორიის ხელახლა ჩამოყალიბებას პერსპექტივიდან „რომ შემეძლოს, მხოლოდ მე რომ მცოდნოდა“, თითქოს ვსწავლობთ წარსულის გაკვეთილებს, მაშინ როცა, სინამდვილეში, ჩვენ უბრალოდ ვღელავთ პრობლემებზე. ეს ჩვევა ართულებს მოვლენის გააზრებას.
ბევრად უფრო სასარგებლოა ჩამოწეროთ ყველაფერი. მხოლოდ სიტუაციის მკაფიო შეფასება მოგცემთ მომავლისთვის სასარგებლო დასკვნების გამოტანის საშუალებას. კიდევ ერთი ხაფანგი, რომელშიც ჯობია არ გაებათ, არის ჯადოსნური აზროვნება , რომელიც გაიძულებთ (პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას) იმედი იქონიოთ აბსურდულ რაღაცებზე, ან გჯეროდეთ გარდაუვალი ბედის.
არ იცხოვროთ დანაშაულის გრძნობით
წარმატების გეშინიათ ისე, როგორც წარუმატებლობის. მშობლების, შეყვარებულის ან მეგობრების შეურაცხყოფის შიშით, შეიძლება უკანა პლანზე დარჩეთ, უარი თქვათ წინასვლაზე, რათა არ იყოთ „სხვებზე უკეთესები“. ამ შემთხვევაში ნევროზი შედეგი კი არა, წარუმატებლობის მიზეზია: თქვენ ირჩევთ პირობებს, რომლებიც არ გაძლევთ წარმატების საშუალებას, რადგან შესაძლო წარმატების გაფიქრებისას განიცდით დანაშაულის შეგრძნებას. ის წარმოიქმნება თქვენი არაცნობიერის მიერ და აკმაყოფილებს სხვების სურვილებს თქვენი სურვილის საზიანოდ.
მოიქეცით შემდეგნაირად:
- დააკვირდით ამბივალენტურობას თქვენ მიერ დასახული მიზნის მიმართ;
- ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რატომ ჩნდება ეს უხერხულობა, როცა ვფიქრობ სასურველ მიზანზე?"
- წარმოიდგინეთ წარმატება და წარუმატებლობა;
- მოუსმინეთ თქვენს ღრმა სურვილებს: რა გსურთ თქვენ?
გამოდით გამოუვალი მდგომარეობიდან
გამოუვალი მდგომარეობა არის ის, როდესაც მუდმივად ადევნებთ თვალს მოქმედების მომენტს და ასევე, როდესაც კარგავთ შესაძლებლობებს. ის ასევე ახდენს მიზნის დერეალიზაციას. დროთა განმავლობაში, მიზანი იქცევა რაღაც გონებრივ სათამაშოდ, ქმნის ბუფერს თქვენსა და რეალობას შორის და ხელს გიშლით იმაში, რასაც აკეთებთ.
გაარკვიეთ, რა შიშები იმალება ყველაფრის მიღმა და აიძულეთ თავი დანიშნოთ მოქმედების ზუსტი თარიღები. შემდეგ კი მიმართეთ ახლობლებს, რომლებიც მზად არიან მხარი დაგიჭირონ და გაგამხნევონ გეგმების შესრულებისთვის. მიიღეთ გარკვეული ზომები.
იყავით მოქნილი
გადაჭარბებული დაჟინება და შეურიგებლობა ხშირად არაპროდუქტიულია. იყოთ მოქნილი ნიშნავს მიიღოთ სხვათა განსხვავებული მოსაზრებები, შეიტანოთ თქვენს წინადადებაში დამატებები, აღიაროთ თქვენი შეცდომები. ეს თვისებები უფრო მიგიყვანთ წარმატებამდე, ვიდრე დაუსაბუთებელი მტკიცება. ამისთვის:
- გვერდზე გადადეთ საკუთარი სიმართლის რწმენა (თუნდაც ამის ყველა მიზეზი არსებობდეს);
- მიიღეთ სხვისი აზრი, როგორც შესაძლო ჰიპოთეზა;
- აღიარეთ, რომ შესაძლოა ცდებით (და აღიარეთ ეს ხმამაღლა);
- გაითვალისწინეთ, რომ თანამოსაუბრეს შესაძლოა სხვაგვარი კულტურული ღირებულებები ჰქონდეს;
- გახსოვდეთ, რომ სამყარო მთლიანობაში ორაზროვანი და არაწრფივია;
- აჩვენეთ ემოციური და ინტელექტუალური თანაგრძნობა სხვისი აზრის გაგების მცდელობით.
გაუკეთეთ საკუთარ თავს სიკეთე
საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობა არ არის იგივე, რაც თვითკმაყოფილებას ან საკუთარი თავის გამართლებას გულისხმობს. საკუთარ თავსა და ქმედებებს ისე შეხედეთ, როგორც თქვენი საუკეთესო მეგობრის ქმედებებს. ანუ ღიად, გაგებით და კეთილდღეობის სურვილებით. თანაგრძნობა და განსჯის ნაკლებობა ხელს არ უშლის საკუთარი თავის გაგებას, ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვას, არამედ გეხმარებათ, რადგან ამ ყველაფერს შიშის გარეშე აკეთებთ.
ყოველთვის, როცა მოემზადებით საკუთარი თავის განსასჯელად, რესურსებისა და კომპეტენციების შესაფასებლად, სასარგებლოა მიმართოთ თქვენს შინაგან მეგობარს:
- რა რჩევას მომცემს?
- რას უნდა გაუფრთხილდეთ?
- საიდან მივიღოთ ენერგია?