როგორ შეარჩიოთ საჩუქარი დედამთილისთვის - rogor.ge

როგორ შეარჩიოთ საჩუქარი დედამთილისთვის

სამკაულები

სამკაულები არასდროს იქნება ზედმეტი. მით უმეტეს, თუ მას ექნება სამახსოვრო გრავიურა.

6 წესი, რომელიც დაგეხმარებათ ყოველთვის საუკეთესო საჩუქრები აჩუქოთ

ფოტო კალენდარი

შეარჩიეთ 12 საუკეთესო ოჯახური ფოტო. კალენდრის თითოეულ გვერდზე შეგიძლიათ დაამატოთ კეთილი სურვილები თქვენი დედამთილისთვის.

შოკოლადის ნაკრები

საკონდიტრო მაღაზიები ყიდიან ბევრ თემატურ შოკოლადის ფიგურას და ბარათს. ასევე, შეგიძლიათ აჩუქოთ ტკბილეულის ნაკრები სხვადასხვა შიგთავსით.

დიპლომი "საუკეთესო დედამთილისთვის"

აჩუქეთ დიპლომი, რომელშიც მითითებულია მისი ყველა დადებითი თვისება. ჩასვით იგი ლამაზ ჩარჩოში, რომელიც შეგიძლიათ კედელზე ჩამოკიდოთ.

როგორ შევურჩიოთ მასწავლებელს საჩუქარი დაბადების დღისთვის - 9 საინტერესო იდეა

წინსაფარი

თუ თქვენს დედამთილს უყვარს საჭმლის მომზადება და დიდ დროს ატარებს სამზარეულოში, იყიდეთ ლამაზი წინსაფარი. მასზე შეგიძლიათ მოქარგოთ დედამთილის სახელი.

მოდური ქეისი სმარტფონისთვის

შეხედეთ, რა მოდელის სმარტფონი აქვს და შეურჩიეთ რამდენიმე მოდური ქეისი სხვადასხვა ფერში, რათა თქვენმა დედამთილმა შეცვალოს ისინი სამოსის ფერის მიხედვით.

კრეატიული საჩუქრები

  • სურათი LED განათებით;
  • დეკორატიული კედლის სარკე;
  • ელექტრონული წიგნი;
  • ორთოპედიული ბალიში;
  • სახლის ჩუსტები;
  • თეთრეულის კომპლექტი;
  • ორთოპედიული ლეიბი;
  • ფლორარიუმი;
  • დამატენიანებელი;
  • ალბომი ოჯახის ფოტოებით;
  • მაგიდის ლამპა;
  • ზარდახშა;
  • აბრეშუმის შარფი;
  • უჩვეულო ფორმის ჩაის ნაკრები.

როგორ შეარჩიოთ საახალწლო საჩუქარი საბავშვო ბაღის მასწავლებლისთვის