არასოდეს გააკეთოთ ეს ონლაინ გაცნობისას: როგორ არ დარჩეთ სამუდამოდ პარტნიორის გარეშე
იტყუებით
განათავსეთ მიმდინარე ფოტოები და არ დამალოთ თქვენი ასაკი. თუ ვინმესთან პაემანზე წახვალთ, ძალიან იმედგაცრუებული დარჩება, როცა მიხვდება, რომ არაკეთილსინდისიერად მოიქეცით. სჯობს თავიდანვე არ მოიტყუოთ.
აქვეყნებთ ან აგზავნით უამრავ ფოტოს
რა თქმა უნდა, შეიძლება გინდოდეთ თქვენი შვებულების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნოთ და აჩვენოთ სხვებს, მაგრამ ამან ნორმას არ უნდა გადააჭარბოს, რადგან არ მოეწონებათ. შემოიფარგლეთ რამდენიმე კარგი ფოტოთი, მაგრამ არ გადააქციოთ თქვენი ანგარიში მოგონებების ალბომად.
ბრძენი ქალის 5 წესი: "მამაკაცთან ურთიერთობა არ უნდა გადაიზარდოს დამღლელ პროცესად"
ბევრ რამეს წერთ საკუთარ თავზე
არ არის საჭირო თქვენი ცხოვრების შესახებ "რომანის" დაწერა. დაყავით ინფორმაცია აბზაცებად და გახადეთ ტექსტი ინფორმაcიული და თანმიმდევრული.
როგორ შეინარჩუნოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან - მხოლოდ ერთი "ოქროს" წესი დაგეხმარებათ
ბევრს წერთ თქვენს მოთხოვნებზე
როცა ტექსტში ბევრი „მინდა“ ფიგურირებს, როცა ბევრ სურვილს ერთბაშად გამოთქვამთ, ძალიან ცუდად ჟღერს. მაშინვე დაემსგავსებით ადამიანს, რომელიც მხოლოდ სხვისგან ითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს გასცემს.
როგორ მოიქცეთ პირველ პაემანზე ისე, რომ უკანასკნელი არ აღმოჩნდეს
მაშინვე ლაპარაკობთ ფულზე
თუ თქვენს ანგარიშზე მითითებულია, რომ ეძებთ ვინმეს, ვინც გაჩუქებთ საჩუქრებს და წაგიყვანთ მოგზაურობაში, ეს ნიშნავს, რომ გჭირდებათ უბრალოდ სპონსორი. თუ არ გინდათ ეგოისტი გამოჩნდეთ, შეცვალეთ თქვენი სურვილების ფორმულირება.
ბავშვებს ახსენებთ
მაშინაც კი, თუ ოცნებობთ ოჯახის შექმნაზე და შვილების ყოლაზე, არ არის საჭირო მათი შეშინება, ვისაც ჯერ არ უფიქრია ამაზე. ზოგჯერ ჩანს, რომ ადამიანი მზადაა ნებისმიერთან დაამყაროს ურთიერთობა მხოლოდ იმისთვის, რომ შვილები გააჩინოს.
უაზრო "ემოჯებს" იყენებთ
თუ საუბრის დაწყება გსურთ, დაწერეთ რაიმე საინტერესო, მაგრამ არ დატოვოთ უცნაური სტიკერები და "ემოჯები", რადგან ეს სხვას თქვენზე შთაბეჭდილებას უქმნის.