როგორი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - rogor.ge

როგორი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

1-1701419430.jpg

ენერგიულ და ამბიციურ ვერძს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეეფერებათ ნათელი ფეხსაცმელი, რომელიც ხაზს უსვამს მათ ხასიათს. მაგალითად, წითელი მაღალქუსლიანი ჩექმები ან სხვადასხვა დეტალით გაფორმებული ბათინკები. ვერძის აქსესუარებიც შესამჩნევი და ორიგინალური უნდა იყოს. მაგალითად, დიდი საყურეები, ყელსაბამები ან სამაჯურები გეომეტრიული ფორმებით.

კურო

2-1701419481.jpg

კურო აფასებს კომფორტს და ხარისხს. მათ უყვართ ნატყურალური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი, რომელშიც ძალიან კომფორტულად არიან და თავისუფლად მოძრაობენ. კუროს აქსესუარები უნდა იყოს მოხდენილი და ელეგანტური. მაგალითად, აბრეშუმისგან დამზადებული მარგალიტის საყურეები, გულსაბნევები ან ქაშმირის შარფები.

ტყუპები

3-1701419519.jpg

კომუნიკაბელურ და ცნობისმოყვარე ტყუპებს უყვართ მრავალფეროვნება და ცვალებადობა. მათ უყვართ სტილთან და განწყობასთან შესაფერისი სპორტული ფეხსაცმელი ან ლოფერი. ტყუპების აქსესუარები უნდა იყოს ნათელი და მხიარული. მაგალითად, ფერადი სათვალეები, ქუდები ან ზურგჩანთები.

კირჩხიბი

4-1701419562.jpg

მგრძნობიარე და მზრუნველ კირჩხიბებს უყვართ კომფორტი და სითბო. ამიტომ მათ შეეფერებათ თბილი ფეხსაცმელი, მაგალითად, ჩექმები თბილი ბეწვით. კირჩხიბებისთვის აქსესუარები ნაზი და რომანტიული უნდა იყოს. მაგალითად, ნაქსოვი შარფები, ხელთათმანები ან ბერეტები.

ლომი

5-1701419604.jpg

ამაყ და მშვენიერ ლომებს უყვართ ყურადღება და კომპლიმენტები. მათთვის შესაფერისია ფეხსაცმელი, რომელიც ხაზს უსვამს მათ სტატუსს და ფუფუნებას. მაგალითად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ლეოპარდის მაღალყელიანი ჩექმები. ლომის აქსესუარები ასევე უნდა იყოს მბზინავი და შთამბეჭდავი. მაგალითად, ბეჭდები დიდი ქვებით.

ქალწული

6-1701419629.jpg

შრომისმოყვარე და მოკრძალებული ქალწულები აფასებენ პრაქტიკულობას. მათთვის შესაფერისია კომფორტული და გამძლე ფეხსაცმელი (შუზი). ქალწულებისთვის აქსესუარები უნდა იყოს მინიმალისტური და დახვეწილი. მაგალითად, საათები, გასაღების რგოლები ან თავსაბურავები.

სასწორი

7-1701419667.jpg

მომხიბვლელ და ჰარმონიულ სასწორს უყვარს სილამაზე და ბალანსი. ელეგანტური და მოხდენილი ფეხსაცმელი მათთვის შესაფერისია. მაგალითად, ქუსლიანი შუზი განსხვავებული დეტალით. სასწორის აქსესუარები უნდა იყოს მოხდენილი, მაგალითად, საყურეები, გულსაკიდი ან ჯაჭვის სამაჯურები.

მორიელი

8-1701419699.jpg

ვნებიან და იდუმალ მორიელებს უყვართ პროვოცირება და ცდუნება. მათ უხდებათ სექსუალური ფეხსაცმელი. მაგალითად, შავი ჩექმები, ლაქის ტყავის ფეხსაცმელი ან მაქმანებიანი ჩექმები. მორიელების აქსესუარები ასევე უნდა იყოს იდუმალი და დამაინტრიგებელი. მაგალითად, ტყავის ხელთათმანები, ჩოკერები ან ნიღბები.

მშვილდოსანი

9-1701419748.jpg

ოპტიმისტურ და თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანს უყვარს მოგზაურობა. მათ უხდებათ კომფორტული და სპორტული ფეხსაცმელი. მაგალითად, სალაშქრო ჩექმები, სპორტული ფეხსაცმელი ან სანდლები. მშვილდოსნის აქსესუარები უნდა იყოს პრაქტიკული, მაგალითად, ზურგჩანთები ან თბილი წინდები.

თხის რქა

10-1701419770.jpg

პასუხისმგებლიან და ამბიციურ თხის რქებს უყვართ რაიმის დამტკიცება. ამიტომ მათთვის შესაფერისია კლასიკური და საქმიანი ფეხსაცმელი. მაგალითად, შავი ფეხსაცმელი ან ლოფერები. თხის რქების აქსესუარებიც "მკაცრი" უნდა იყოს. მაგალითად, ტყავის ჩანთები.

მერწყული

11-1701419791.jpg

ორიგინალური და არაპროგნოზირებადი მერწყულებისთვის შესაფერისია უჩვეულო ფეხსაცმელი. მაგალითად, ფუტურისტული ჩექმები, ნეონის სპორტულები. მერწყულის აქსესუარები უნდა იყოს უნიკალური და კრეატიული. მაგალითად, ყურსასმენები, ვირტუალური რეალობის სათვალეები ან მბზინავი სამაჯურები.

თევზები

12-1701419801.jpg

მეოცნებე თევზებს შეეფერებათ ჰაეროვანი ფეხსაცმელი. მაგალითად, ელეგანტური ჩექმები. თევზების აქსესუარები უნდა იყოს ჯადოსნური, მაგალითად, დიადემები, გულსაკიდი ან სამაჯურები ზოდიაქოს სიმბოლოებით.

5 ყველაზე მოვლილი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - როგორები არიან ისინი