როგორ მიხვდეთ, რომ მამაკაცი თქვენზე ფიქრობს - 8 ფარული ნიშანი - rogor.ge

როგორ მიხვდეთ, რომ მამაკაცი თქვენზე ფიქრობს - 8 ფარული ნიშანი

ღიმილი

როგორ გრძნობთ თავს, როდესაც ფიქრობთ მასზე? თქვენ შეიძლება იგრძნოთ ნერვიულობა, სიმორცხვე, შეშფოთება, მაგრამ ეს დაძაბულობა ქრება როგორც კი საყვარელი ადამიანის სახეს ხედავთ. გულწრფელი ღიმილი უნებურად ჩნდება. მიაქციეთ ყურადღება, იღიმის თუ არა თქვენს დანახვაზე, რათა გაიგოთ, ფიქრობს თუ არა თქვენზე.

გაწითლება

ადამიანის სხეული აგზავნის გარკვეულ სიგნალებს. ერთ-ერთი მათ შორის არის გაწითლება. ტვინი იღებს მინიშნებებს, რომლებიც იწვევენ ჰორმონების, განსაკუთრებით ადრენალინის გამოყოფას. ეს ჰორმონები აფართოებენ ასობით პატარა კაპილარს. შედეგად ვწითლდებით.

გრავიტაციული მიზიდულობა

ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე ფიქრობენ, არაცნობიერად იზიდავენ ერთმანეთს ორი მაგნიტის მსგავსად. მაგალითად, სადილობთ მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად, დააკვირდით სხეულის ენას. თუ რომელიმე ცდილობს უფრო ახლოს დაჯდეს თქვენთან, მუდმივად თქვენი მიმართულებით იყურება, ეს ნიშნავს, რომ ის თქვენზე ფიქრობს.

ფარული მზერა

ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ვიღაც გიყურებთ? რა თქმა უნდა, ყოველი მზერა არ შეიძლება ნიშნავდეს რაღაცას, მაგრამ თუ დროდადრო ამას შენიშნავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი აზრები თქვენ გიკავშირდებათ.

მუდმივი სურვილი თქვენთან ახლოს ყოფნის

სადაც არ უნდა წახვიდეთ, ხვდებით ამ ადამიანს. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს ჩვეულებრივი დამთხვევაა, მაგრამ ხშირად ასე არ არის. ადამიანი ცდილობს შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, გახდეს თქვენი ცხოვრების ნაწილი.

ნერვული ჩვევები

როცა ადამიანები ნერვიულობენ, უნებურად იხვევენ თითზე თმას ან ისწორებენ ტანსაცმელს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მორცხვად გრძნობს თავს. მამაკაცი, რომელიც გამუდმებით წუხს იმაზე, გამოიყურება თუ არა ლამაზად, როცა მის გვერდით ხართ, ნამდვილად შეპყრობილია თქვენით.

ტუჩების კვნეტა

ეს არის სხეულის ერთგვარი რეფლექსური რეაქცია თქვენს დანახვაზე. როდესაც ვინმე გიზიდავთ, თქვენი ტვინი ხტება რამდენიმე ნაბიჯით წინ, იწყებს ფიქრს ფიზიკურ კონტაქტზე, კოცნაზე, ჩახუტებაზე. აქედან გამომდინარეობს ტუჩების კვნეტის ჩვევაც.

გონივრული ინსტინქტები

ხშირად მუცელში ჩნდებიან ეგრეთ წოდებული „პეპლები“ ​​და ზუსტად იცით რას ფიქრობს თქვენზე მამაკაცი. ინსტინქტები შემთხვევითი არ არის. თქვენი ტვინი გიგზავნით სიგნალს, რომ ის ფიქრობს თქვენზე.

როგორ მოიქცეთ პირველ პაემანზე ისე, რომ უკანასკნელი არ აღმოჩნდეს

როგორ მოძებნოთ სიყვარული, როცა ყოველთვის დაკავებული ხართ

"გამომყვები ცოლად?" - წინადადების 8 პროტოკოლი, რომელიც უნდა დაიცვათ, როდესაც გსურთ ამ კითხვის დასმა

როგორ მოიქცევა ძლიერი ქალი ურთიერთობაში, თუ ამ 8 ნიშანს შეამჩნევს