როგორ მოქმედებს ვიტამინების დოზის გადაჭარბება - 7 ნიშანი
ვიტამინი B1 - თიამინი. დოზის გადაჭარბების პირველი ნიშანი არის გაფერმკრთალებული ტუჩები. ასევე, სიმპტომებია: თავის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, სისუსტე. ძალიან დიდი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება და კრუნჩხვები.
ვიტამინი B2 - რიბოფლავინი. ხშირად უარყოფითი გავლენა აქვს ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად მიღებისას. შეიძლება გამოიწვიოს: გახშირებული შარდვა, დიარეა, სახის და ენის შეშუპება.
ვიტამინი B3 - ნიაცინი. დოზის გადაჭარბება იწვევს მხედველობის დაბინდვას, გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, თავის ტკივილს და ნერვულ აშლილობას. შეიძლება კუჭის წყლულიც გაგიჩნდეთ.
ვიტამინი B5 - პანტოტენის მჟავა. ვიტამინი B5-ის გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
ვიტამინი B6 - პირიდოქსინი. ეს უნიკალური ვიტამინია, რადგან B6-ის დეფიციტი და დოზის გადაჭარბება იწვევს სენსორულ ნეიროპათიას - კოორდინაციის დაკარგვას.
ვიტამინი B9 - ფოლიუმის მჟავა. ვიტამინი B9-ის გადაჭარბებულმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, სისუსტე, გაღიზიანება, კრუნჩხვები და დამბლა. ფოლიუმის მჟავას ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს სხვა მედიკამენტებს და გახადოს ისინი უსარგებლო.
ვიტამინი B12 - ციანოკობალამინი. ვიტამინი B12-ის დოზის გადაჭარბება იწვევს თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, დიარეას, სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს და პროსტატის კიბოს გაზრდის რისკს.
7 ხელმისაწვდომი საკვები, რომელიც საუკეთესოდ ამდიდრებს თქვენს ორგანიზმს D ვიტამინით - როგორ იკვებოთ
6 ჯანსაღი საკვები, რომელიც უნდა მიირთვათ დილაობით
როგორი პროდუქტები უნდა ჭამოთ მეხსიერების გასაუმჯობესებლად
რა უნდა მიირთვათ დასამშვიდებლად: ჯანსაღი საკვების სია ნევროლოგისგან