როგორ იცავს ქოქოსის ზეთი პირის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიისგან - rogor.ge

როგორ იცავს ქოქოსის ზეთი პირის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიისგან

ქოქოსის ზეთის უნიკალური თვისებები

ქოქოსის ზეთი არის მცენარეული ზეთი, რომელიც შეიცავს 50%-ზე მეტ ლაურინის მჟავას. სხეულში მოხვედრისას ლაურინის მჟავა იშლება მონოლაურინის ნაერთებად. კვლევებმა დაამტკიცა, რომ მონოლაურინებს, ისევე როგორც თავად მჟავას, შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმში ვირუსების, პათოგენური ბაქტერიების და სოკოვანი ინფექციების მოკვლა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მეცნიერის მოსაზრებები ემთხვევა, რომ ქოქოსის ზეთის სამკურნალო თვისებები დაკავშირებულია სწორედ ლაურინის მჟავის მაღალ შემცველობასთან.

ქოქოსის ზეთი სტომატოლოგიაში

ლაურინის მჟავა საზიანო გავლენას ახდენს პირის ღრუში ბაქტერიების აქტივობაზე, რომლებიც იწვევენ კარიესის, უსიამოვნო სუნის განვითარებას და პაროდონტის დაავადებას. ქოქოსის ზეთის რეგულარული გამოყენება ამცირებს კბილებზე ნადების რაოდენობას, რაც ხელს უწყობს პაროდონტის დაავადების თავიდან აცილებას. გარდა ამისა, ნადების განადგურებით, ქოქოსის ზეთი იცავს ღრძილებს ინფექციის განვითარებისგან. ხელს უშლის პირის ღრუს პათოლოგიების განვითარებას.

როგორ მოიქცეთ კბილის ამოღების შემდეგ

როგორ გავიხეხოთ კბილები სწორად

როგორ გაიხეხოთ კბილები, თუ კბილის პასტა მოულოდნელად დაგიმთავრდათ

როგორი სახის გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ენის კვნეტამ