როგორ მოიქცევა ძლიერი ქალი ურთიერთობაში, თუ ამ 8 ნიშანს შეამჩნევს - rogor.ge

როგორ მოიქცევა ძლიერი ქალი ურთიერთობაში, თუ ამ 8 ნიშანს შეამჩნევს

მუდმივი თავის მართლება

თუ მამაკაცი დაპირებას ვერ ასრულებს, ერთხელ ან ორჯერ, საპატიო მიზეზის გამო, ეს გასაგებია, მაგრამ მუდმივი თავის მართლება მიუღებელია. ძლიერი ქალები "იღებენ" ბოდიშს, მაგრამ იციან, როდის შეწყვიტონ პატიება და წავიდნენ.

უცნაური ქმედებები

ძლიერი ქალი არ შეეგუება მამაკაცს, რომელიც ბოლო წუთას გააუქმებს პაემანს. ქალს სჭირდება დაპირებების შესრულება.

უპატივცემულობა

ის, რაც ძლიერ ქალებს ასე მიმზიდველს ხდის, არის საკუთარი თავის პატივისცემა. ისინი არასოდეს მოითმენენ, თუ მათ დამამცირებელი ფორმით ელაპარაკებიან. თუ მამაკაცი პატივს არ სცემს, მაშინ ქალი საშუალებას მისცემს წავიდეს.

კონტროლი

ძლიერი ქალები დამოუკიდებელი ქალები არიან. მათ აქვთ საკუთარი ცხოვრება და მამაკაცი მათი ცხოვრების ნაწილია. ქალს არ სჭირდება იმის თქმა, თუ რა შეუძლია და რა არ შეუძლია, სად შეიძლება წავიდეს და სად არა, რისი ჩაცმა ჩაცმა შეუძლია და რისი არა. ძლიერი ქალის კონტროლი შეუძლებელია.

მოთხოვნების დაკმაყოფილება

ძლიერმა ქალებმა იციან რა უნდათ და ეძებენ ამ თვისებების მქონე ადამიანებს. მათ შეიძლება ჰქონდეთ მაღალი მოთხოვნები, მაგრამ მათ იციან თავიანთი ღირებულება და ნაკლებით არ დაკმაყოფილდებიან.

ტყუილი

ძლიერ ქალებს არ უჭირთ, რომ გულწრფელები იყვნენ და პარტნიორს ყველაფერი უთხრან. იმავეს მოელიან მეორე ადამიანისგანაც. თუ ქალმა მეორე ადამიანი ტყუილში გამოიჭირა, ეს ნდობას ძირს უთხრის და შესაბამისად ურთიერთობაც დიდხანს არ გაგრძელდება.

ღალატი

ძლიერი ქალები არასოდეს მოითმენენ ღალატს. არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორი როგორ იმართლებს თავს ან გამოისყიდის თავის დანაშაულს.

მოლოდინი

ძლიერმა ქალებმა იციან დროის ფასი. ძლიერი ქალი არ დაჯდება ტელეფონთან და დაელოდება პარტნიორის ზარს. და თუ მამაკაცი მხოლოდ 3 დღის შემდეგ უპასუხებს, ძლიერი ქალი მისგან პასუხს აღარც დაელოდება.

ქალის 8 თვისება, რომლებსაც მამაკაცები კერპად აქცევენ

როგორ შეაყვაროთ თავი მამაკაცს მყისიერად - გააკეთეთ ეს 3 რამ

რატომ ვერ პოულობენ ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იდეალურ მამაკაცს: როგორ გამოვასწოროთ ეს

5 რამ, რის გარეშეც შეუძლებელია ბედნიერი ქორწინება: როგორ მომენტებს უშვებენ ხელიდან შეყვარებულები