როგორ მიხვდეთ, რომ კვების დარღვევა გაქვთ: 5 "განგაშის ზარი"
ნერვული ანორექსია
როგორც წესი, ანორექსიას თან ახლავს კვების შეზღუდვა წონის მომატების ირაციონალური შიშის ან/და სხეულის დამახინჯებული იმიჯის გამო. მას ასევე შეიძლება თან ახლდეს გადაჭარბებული ვარჯიში, ასევე ჭამისა და "გაწმენდის" ციკლები - მაგალითად, საკვების „გამოდევნის“ მცდელობა ღებინების, საფაღარათო საშუალებების, ან გადაჭარბებული ვარჯიშის გზით.
გამაფრთხილებელი ნიშნები:
- კვებამ და ვარჯიშმა გავლენა მოახდინა ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე;
- საკვების მომზადებისას ან ჭამის დროს „რიტუალები", მაგალითად: ნელა ჭამა, საჭმელად პატარა დანების და ჩანგლების გამოყენება, საკვების წვრილ ნაჭრებად დაჭრა და ა.შ.;
- საკუთარ თავში ეჭვი;
- სხეულის გარეგნობით შეშფოთება.
ნერვული ბულემია
ბულემიის დროს ადამიანები მიდრეკილნი არიან დიდი რაოდენობით საკვების მიღებისკენ (ხშირად მხოლოდ სტრესის დროს) და შემდეგ გამოდევნიან მას ორგანიზმიდან. ბულემიით დაავადებულ ადამიანებს აქვთ "ნორმალური წონა" და მალავენ თავიანთ სიმპტომებს, ამიტომ აშლილობა დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება.
გამაფრთხილებელი ნიშნები:
- უკონტროლო ჭამა - ადამიანი ჭამს ძალიან ბევრს, გაუცნობიერებლად;
- დაღლილობა ან ფიზიკური აქტივობის ლტოლვა მიღებული საკვების მოსაშორებლად;
- ფარული ჭამა - ჭამა ისე, რომ არავინ დაგინახოთ;
- ზიზღის ან სირცხვილის შეგრძნება ჭამის ან „გაწმენდის“ შემდეგ.
იძულებითი გადაჭარბებული კვება
ამ ტიპის კვებითი აშლილობის დროს ადამიანი ჭამს დიდი რაოდენობით საკვებს, მაგრამ, როგორც წესი, არ მიმართავს ისეთ კომპენსაციურ ქცევას, როგორიცაა "გაწმენდა", როგორც ბულიმიის დროს. ჭარბი კვების აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად აცხადებენ, ისინი კვების გეგმებს აწყობენ, სანამ ასრულებენ ყოველდღიურ საქმიანობას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელსაც აწუხებს უზომო კვებითი აშლილობა, ხშირად გრძნობს, რომ ვერ აკონტროლებს ჭამის სურვილს: ბევრისთვის ეს არის ემოციური რეაქცია და თვითდამშვიდების საშუალება სტრესულ სიტუაციებში.
გამაფრთხილებელი ნიშნები:
- უკონტროლო, სწრაფი კვება;
- საკუთარი თავის სიძულვილის გრძნობა და სირცხვილი ზედმეტი ჭამის გამო;
- მიდრეკილება საკვების ფარულად მიღებისკენ;
- თანმხლები ფსიქიკური პრობლემების შესაძლო არსებობა - დეპრესია, OCD (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) და სხვა.
"შერჩევითი კვება"
ეს არის კვების დარღვევის შედარებით ახალი დიაგნოზი. ზოგჯერ მოიხსენიება როგორც „შერჩევითი კვება“, როგორც წესი, მოიცავს შეზღუდვებს და/ან აკრძალვებს ჭამაზე, განსაკუთრებით გარკვეული სახის საკვების ან გარკვეული რაოდენობით მოხმარებაზე. სხვა კვებითი აშლილობებისგან განსხვავებით, როგორიცაა ანორექსია ან ბულემია, ეს არ არის დაკავშირებული სიგამხდრის სურვილთან. ეს გულისხმობს გარკვეული საკვების თავიდან აცილებას, ხშირად მათი გემოს, ტექსტურის, სუნის მიმართ მგრძნობელობის გამო. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ადამიანს ჰქონდა უსიამოვნო გამოცდილება ჭამის დროს, როგორიცაა დახრჩობა ან ღებინება, რამაც გარკვეული დამოკიდებულებები გაუჩინა ამა თუ იმ საკვებთან. ამ დიაგნოზს ხშირად სვამენ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებთან მათი განსაკუთრებული მგრძნობელობის გამო.
გამაფრთხილებელი ნიშნები:
- გარკვეული სახის საკვების თავიდან აცილება;
- საკვებისადმი ინტერესის დაკარგვა და კვების გამოტოვება;
- შფოთვის შეგრძნება ჭამის დროს;
- წონის დაკლება.
ორთორექსია
ამ დაავადებას ახასიათებს აკვიატებული ქცევის სიმპტომები საკვებთან მიმართებაში, რაც გამოიხატება "ჯანსაღი" კვების სურვილით. ადამიანი შეიძლება იყოს უკიდურესად შერჩევითი და შეზღუდული საკვებსა და მის ტიპებში: მას შეუძლია საკვების კლასიფიკაცია „კარგად“ ან „ცუდად“ და დაიცვას მისი "იდეალური" დიეტა. ასეთი დიეტა ხდება შეშფოთების მიზეზი, როდესაც ის ჩვეული ცხოვრების წესის ნაწილი ხდება, ზიანს აყენებს ჯანმრთელობას და გავლენას ახდენს სხვებთან ურთიერთობაზე.
გამაფრთხილებელი ნიშნები:
- „ჯანსაღი“ საკვების აკვიატება, მენიუს და კვების დროის წინასწარ დაგეგმვის ტენდენცია;
- ინტუიციური კვების ნაკლებობა, კვება მხოლოდ კონკრეტულ დროს;
- დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი, თუ რაიმე „არაჯანსაღის“ ჭამა მოგიწიათ;
- გადაჭარბებული ინტერესი იმის მიმართ, რასაც სხვები ჭამენ, კულინარიული ბლოგებისა და რჩევების აკვიატებული თვალყურის დევნება.
როგორი პროდუქტები უნდა ჭამოთ მეხსიერების გასაუმჯობესებლად
7 საკვები, რომელიც ნამდვილად თრგუნავს თქვენს მადას
დააჩქარეთ თქვენი მეტაბოლიზმი დილით - როგორ დაიკლოთ მარტივად 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა
როგორ იკვებოთ მაღალი ქოლესტერინის დროს
როგორ შეცვალოთ დიეტა შემოდგომაზე, რომ წონაში არ მოიმატოთ და თავი კარგად იგრძნოთ