7 საკვები, რომელიც ნამდვილად თრგუნავს თქვენს მადას
ნუში
ნუში არის ანტიოქსიდანტების, E ვიტამინის და მაგნიუმის წყარო. ამის წყალობით, ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს, აუმჯობესებს ნაწლავების ჯანმრთელობას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: 2019 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ნუში ამცირებს შიმშილს და ცხიმიანი საკვების მიღების სურვილს.
ყავა
ჭამამდე რანდენიმე წუთით ადრე მიღებული კოფეინი თრგუნავს მადას. უბრალოდ არ უგულებელყოთ ეს ეფექტი შაქრის, სიროფის, რძის ან ნაღების დამატებით.
ავოკადო
ალბათ, უკვე ბევრჯერ გსმენიათ, რომ ავოკადო არის სუპერ საკვები, რომელსაც აქვს მრავალი დადებითი ეფექტი. ავოკადოს ჭამის შემდეგ, სავსედ გრძნობთ თავს.
კვერცხი
საუზმეზე ერთი ან ორი კვერცხის მიღება ეხმარება ადამიანს 24 საათის განმავლობაში უფრო სავსედ იგრძნოს თავი.
წყალი
შიმშილის გრძნობა? დარწმუნებული ხარ რომ წყურვილი არ არის? ადამიანები, რომლებიც ჭამის წინ ორ ჭიქა წყალს სვამენ, ყოველ კვებაზე 75-90 კკალ-ით ნაკლებს ჭამენ, ვიდრე ისინი, ვინც არ იღებენ სითხეს.
ტკბილი კარტოფილი
ტკბილი კარტოფილი შეიცავს სახამებლის განსაკუთრებულ სახეობას, რომელიც კუჭში უფრო დიდხანს რჩება და, შესაბამისად, სავსეობის შეგრძნებას გინარჩუნებთ.
მწვანე ჩაი
თუ ჩაის დალევთ სადილამდე, ნაკლებს შეჭამთ. ჩაი ამ ეფექტს მასში შემავალი კოფეინისა და კატექინების წყალობით იძლევა.
როგორ გავიქროთ შიმშილის გრძნობა და დავთრგუნოთ მადა
როგორ მოქმედებს ნერვიულობა და ემოციები მადაზე
ცხიმის მწველი საუზმე - როგორ დავიწყოთ დილა, რომ წონის კლებას ხელი შევუწყოთ და მადამ არ შეგვაწუხოს