8 ჯანსაღი ჩვევა მომავალი დედებისთვის
დაბალანსებული კვება
ორსულობის დროს საუკეთესო ჩვევა დაბალანსებული კვებაა. იდეალური ფორმულა: ცილები + ჯანსაღი ცხიმები + რძის პროდუქტები. ორსულმა უნდა იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვზე. ეს არ ნიშნავს, რომ „ორისთვის“ უნდა იკვებოთ, მაგრამ მენიუ ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ მაქსიმალურად სასარგებლო იყოს.
რკინა
ორსულობის დროს ქალს სჭირდება რკინა: ის ზრდის ჰემოგლობინს და ხელს უწყობს პლაცენტის გაძლიერებას. მისი მიღება შესაძლებელია ვიტამინების სახით, მაგრამ უკეთესია ამ ელემენტის შემცველი საკვების მიღება: ისპანახი, ოხრახუში, ჭარხალი, პრასი, გოგრის, მზესუმზირის თესლი, ნუში და სხვა.
ვარჯიში
თუ ორსულობამდე არ იყავით სპორტით დაკავებული, ამ მოვლენის შემდეგ აუცილებლად უნდა დაიწყოთ ვარჯიში. კუნთების ტონუსის შესანარჩუნებლად ორსულ ქალს მოძრაობა სჭირდება. იარეთ მეტი და გააკეთეთ რეგულარული ვარჯიშები. ორსულობის დროს რეკომენდებულია ცურვა და იოგა.
შეწყვიტეთ შაქრისა და ნახშირწყლების მიღება
ორსულობის დროს ჭარბი შაქარი და ნახშირწყლები ხელს შეუწყობს ჭარბი წონის მატებას და არანაირ სარგებელს არ მოუტანს ორგანიზმს. თქვენ აუცილებლად მოგინდებათ შოკოლადის, ნამცხვრის მიღება, თუმცა ეცადეთ თავი შეიკავოთ. შაქარი ჩაანაცვლეთ თაფლით, ჩირით და ხილით.
ყოველ დილით გასეირნება
ორსულობის დროს ჩვევად აქციეთ დილით ყოველდღიური გასეირნება. ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას და დღის შესანიშნავი დასაწყისი იქნება.
დალიეთ წყალი
მიიღეთ ბევრი სითხე. იზრუნეთ დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. დალიეთ ხშირად და მცირე მოცულობით (100-150 მლ).
ვახშამზე – სალათი
ერთ-ერთი შესანიშნავი ჩვევა, რომელიც ორსულობის დროს შეგიძლიათ დანერგოთ, არის მსუბუქი ვახშამი. თქვენს თეფშზე არაფერი არ უნდა იყოს მოხარშული ხორცის და ბოსტნეულის სალათის გარდა.
ნუ მიირთმევთ ხილს
მიუხედავად იმისა, რომ ხილი საკმაოდ სასარგებლოა, მაინც ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ისინი შაქრის სხვა ფორმაა და მათი დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.
როგორ აიცილოთ თავიდან ზედმეტი კილოგრამების მომატება ორსულობის პერიოდში
ფერმკრთალი ხაზი ტესტზე - როგორ განსაზღვროთ არის თუ არა ორსულობა?