სუსტი გულის პრობლემები, რომლებსაც შესაძლოა ვერ ამჩნევთ - rogor.ge

სუსტი გულის პრობლემები, რომლებსაც შესაძლოა ვერ ამჩნევთ

გულისცემა

ერთი ნიშანი იმისა, რომ თქვენი გული სუსტია არის პალპიტაცია (აჩქარებული გულისცემა), რომელსაც გრძნობთ. როცა ღელავთ, თქვენი გულისცემა მატულობს და შესაბამისად პულსი აჩქარდება.

(არითმია)

როცა გული არათანაბრად სცემს, რითმის დარღვევაა. შეიძლება ღამით გაიღვიძოთ არათანაბარი გულისცემით. ან მეორე დღეს ვარჯიშის შემდეგ გული აგიჩქარდეთ და რითმი დაიკარგოს.

ტკივილი

როდესაც მკერდში შეკუმშვის შეგრძნებაა, ფიზიკური დატვირთვისას ჩნდება ქოშინი. ეს ნიშნავს, რომ გული ვერ უმკლავდება სისხლის გადატუმბვას. ან შესაძლოა წევხართ და არ გაქვთ საკმარისი ჰაერი.

შეშუპება

შესაძლოა ფეხები შეგიშუპდეთ. ასეთი სიმპტომების დროს, საჭიროა გულის ეკგ-ს გაკეთება. თუ კარდიოგრამაზე არაფერი ჩანს და გულის პრობლემების სიმპტომები შენარჩუნებულია, საჭიროა ჰოლტერის დაყენება. ეს მოწყობილობა იწერს კარდიოგრამას 24 სთ-ის განმავლობაში. შეგიძლიათ გაიკეთოთ გულის ექოსკოპია, რომელიც აჩვენებს, არის თუ არა გული დაჭიმული. არის თუ არა სარქველების უეცარი პროლაფსი ან სტენოზი, ან არის სითხე პერიკარდიუმში?