დააჩქარეთ თქვენი მეტაბოლიზმი დილით - როგორ დაიკლოთ მარტივად 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა - rogor.ge

დააჩქარეთ თქვენი მეტაბოლიზმი დილით - როგორ დაიკლოთ მარტივად 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა

გაღვიძებისთანავე დალიეთ ჭიქა წყალი

საშუალოდ, ადამიანის ორგანიზმი კარგავს დაახლოებით ნახევარ ლიტრ წყალს ღამით. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი უმარტივესი გზაა ახალი დღის დასაწყებად. წყალი აჯანსაღებს ნაწლავებს, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების მუშაობას. ის ასევე ავსებს თქვენს კუჭს, რაც გიქრობთ შიმშილის შეგრძნებას დილით.

აუცილებლად მიირთვით საუზმე

მოამზადეთ საუზმე ისე, რომ მასში გაერთიანებული იყოს საკვები, რომელიც ხელს უწყობს წონის ნორმალიზებას. ბევრი ადამიანი, ვინც წონაში იკლებს, საერთოდ უარს ამბობს დილის კვებაზე, იმ ვარაუდით, რომ ის უბრალოდ კარგავს კალორიებს. ეს მიდგომა ფუნდამენტურად არასწორია – ბევრი დიეტოლოგი ამტკიცებს, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. ის აბალანსებს მეტაბოლიზმის პროცესს, გაძლევთ მეტ ენერგიას და მთელი დღის განმავლობაში გიცავთ ჭარბი კვებისგან. ამიტომ მიირთვით დილით შემდეგი:

ხილი

ხილის მეშვეობით მიიღებთ ანტიოქსიდანტებს და ვიტამინებს ზედმეტი კალორიების გარეშე.

მარცვლეული

შვრიის ფაფა შესანიშნავი საუზმეა.

პროტეინი

ცილებით მდიდარი საკვები აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს. ცილებით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს სხეულის წონის შემცირებას და ფიგურის ტონუსში მოყვანას.

capture1-1698048995.png

გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე

სიარულით წონის დაკლება შესანიშნავი დამატებაა კვების ნორმალიზების პროცესში. სიარული წვავს კალორიებს, ამაგრებს კუნთებს, სახსრებსა და ძვლებს და ასტიმულირებს პოზიტიური განწყობის ჰორმონების გამომუშავებას. თუ ცალკე სასეირნოდ გასვლა შეუძლებელია, დილით თქვენი რეგულარული მარშრუტის ნაწილი გახადეთ.

6 პროდუქტი თითქმის ნული კალორიის შემცველობით - როგორ იკვებოთ თუ წონაში დაკლება გინდათ

როგორ ავიმაღლოთ რკინის მარაგი სისხლში 1 ჭიქა სასმელით, რომელიც ტაბლეტებზე ორჯერ ეფექტურია