როგორ გაიხსნათ გაჭედილი ცხვირი მედიკამენტების გარეშე - 5 გზა
ეთერზეთები
ბევრი ადამიანი იყენებს ეთერზეთებს საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგრამ მცენარეული ზეთები ნამდვილად ეხმარება გაჭედილ ცხვირს. ზოგიერთი ეთერზეთი ხელს უწყობს სუნთქვის გამარტივებას, ზოგიერთს შეუძლია შეაჩეროს ბაქტერიების გამრავლება, რომლებიც აზიანებენ სასუნთქ გზებს. წაისვით ის კანზე, თუმცა წასმამდე შეამოწმეთ კანის მცირე ფართობზე, რათა თავიდან აიცილოთ კანის გაღიზიანება ან ანთება.
ბალახეული და სანელებლები
ზოგიერთისთვის შეიძლება მოულოდნელი იყოს, მაგრამ ბალახეულს და სანელებლებს კარგი სამკურნალო ეფექტი აქვს. ცხარე საკვებს შეუძლია ცხვირის არხების გახსნა და ლორწოს გამოყოფა. ასევე აღსანიშნავია, რომ თაფლს აქვს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები. ასე რომ, თაფლი ჩაისთან ერთად და სხვადასხვა ბალახეულთან იდეალური ვარიანტია.
თბილი კომპრესი
თბილ კომპრესს შეუძლია ხელი შეუწყოს გაჭედილი ცხვირის გახსნას. სიცხე აადვილებს სუნთქვას. დაასველეთ ქსოვილი ცხელ წყალში, გაწურეთ ზედმეტი წყლისგან და შემდეგ დაფარეთ შუბლის ქვედა ნაწილი და ცხვირის ზედა ნაწილი. როცა კომპრესი გაცივდება, შეგიძლიათ გაიმეოროთ პროცედურა.
ასწიეთ თავი
შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თავის აწევას შეუძლია ოდნავ გააუმჯობესოს ჰაერის ნაკადის მიმოქცევა და შეცვალოს წნევა ცხვირის სინუსებში. ძილის დროს თავის აწევა ხელს უშლის ლორწოს დაგროვებას, ამიტომ დაწექით ზურგზე და გამოიყენეთ ბალიში, რათა თავი ოდნავ უფრო ამაღლებულ მდგომარეობაში გქონდეთ, ვიდრე თქვენი სხეული. ამ გზით აღმოფხვრით პრობლემას.
დატენიანება
იმის გამო, რომ ცივმა, მშრალმა ჰაერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხვირის სინუსზე (წიაღზე), გვირჩევენ ჰაერის დატენიანებას. ამან შეიძლება ოდნავ მაინც გაგითავისუფლოთ ცხვირი.