როგორ მოამზადოთ ბადრიჯნის "აივარი" სერბულად ზამთრისთვის
ბადრიჯანი და წიწაკა გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე - დაახლოებით 30-40 წუთი.
ბოსტნეული შეახვიეთ პაკეტში, გააჩერეთ ნახევარი საათი და შემდეგ გააცალეთ კანი.
დააბლენდერეთ ნიორთან ერთად.
დაუმატეთ ზეთი, შაქარი, მარილი და სანელებლები (წიწაკა, ხმელი სუნელი) და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიიყვანეთ სასურველ სისქემდე. დაუმატეთ ძმარი და გადაანაწილეთ სტერილურ ქილებში.