როგორ მოვამზადოთ ბადრიჯნის ხიზილალა
აირჩიეთ მსხვილი ბოსტნეული, წიწაკა და პომიდორიც ხორციანი. გააცხელეთ ღუმელი 180-200 გრადუსზე. ბადრიჯანს და ბულგარულ წიწაკას გარეცხვის და გაშრობის შემდეგ მცენარეული ზეთით წაუსვით და გამოაცხვეთ, სანამ კანი არ გაფუვდება და ნაყოფზე დამწვრობის კვალი არ გამოჩნდება. სასწრაფოდ გამოიღეთ ღუმელიდან და ჩადეთ პოლიეთილენის პაკეტში რამდენიმე წუთით ისე, რომ ჰაერი არ იყოს შიგნით. ეს კანს ადვილად მოაცილებს.
გარეცხილ პომიდორზე გააკეთეთ ჯვრის ფორმის ჭრილი, 30 წამის განმავლობაში ადუღეთ ნაყოფი, შემდეგ ყინულოვან წყალში ჩაყარეთ და კანი მოაცილეთ, გამოწურეთ ზედმეტი წვენი. გააცალეთ კანი ბადრიჯანს და წიწაკას. გარეცხეთ წიწაკა მარილწყალში, შემდეგ დარჩენილი მარცვლები და კანის დამწვარი ნაჭრები მოაცილეთ.
როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ყველაზე გემრიელად - ამ რეცეპტის მერე მას აღარ შეწვავთ!
ბოსტნეული წვრილად დაჭერით. წვრილად დაჭერით ნიორიც. ყველაფერი შეურიეთ და გასინჯეთ. მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ სანელებლები - გემოვნებით. სხვათა შორის, სავსებით შესაძლებელია არ დაამატოთ მცენარეული ზეთი და ძმარი: გამოცხობისას ბოსტნეული იმდენად გამოავლენს თავის გემოს, რომ სანელებლები შეიძლება ზედმეტი მოგეჩვენოთ.
უმჯობესია ხიზილალა მიირთვათ შავი პურის ნაჭრებზე.
გემრიელად მიირთვით!
როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი, რომ სოკოს კერძივით გემრიელი გამოვიდეს