6 ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღე ივარჯიშოთ - rogor.ge

6 ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღე ივარჯიშოთ

შეადგინეთ გეგმა

ნებისმიერი ჩვევის ჩამოსაყალიბებლად, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რას და როგორ გააკეთებთ. არაპროდუქტიული აზრები, რომ კარგი იქნებოდა ყოველდღიური ვარჯიში, არ გამოიწვევს კონკრეტულ ქმედებებს. დაისახეთ მკაფიო მიზანი – მაგალითად, გამოყავით 15 წუთი ვარჯიშისთვის ყოველ დილით. დაამატეთ ვარჯიში თქვენს ყოველდღიურ განრიგს და დააყენეთ "შეხსენება" თქვენს სმარტფონზე.

დაიწყეთ გახურებით

ნებისმიერი ვარჯიში უნდა დაიწყოს გახურებით - გახურების გარეშე კუნთები უფრო ადვილად ზიანდება, უფრო სწრაფად "იღლება" და დიდი დრო უნდა აღდგენას. თავის დახრა მარჯვნივ და მარცხნივ, მხრების, მენჯის წრიული მოძრაობები და სხვა მსგავსი ვარჯიშები გამოდგება. გააკეთეთ ისინი ნელა და ამ პროცესში ეცადეთ ღრმად და თანაბრად ისუნთქოთ.

2-1688987421.jpg

არ გადააჭარბოთ

არ არის აუცილებელი გაღვიძების შემდეგ ხანგრძლივი ვარჯიშის წამოწყება. დილის, შუადღის და საღამოს 10 წუთიან ვარჯიშებს შეუძლია ისეთივე სარგებლის მოტანა, როგორც ერთ 30 წუთიან ვარჯიშს. თუ დაუყოვნებლივ მოელით შთამბეჭდავ შედეგებს, მაშინვე იმედგაცრუებული დარჩებით, ხოლო ხანმოკლე სესიები დაგეხმარებათ ეტაპობრივად რიტმში ჩადგეთ და ვარჯიში ჩვევად აქციოთ.

მოამზადეთ მსუბუქი საუზმე

თუ უზმოზე ვარჯიშის დროს თავს არაკომფორტულად გრძნობთ, დილა მსუბუქი საუზმით დაიწყეთ. ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე შეგიძლიათ მიირთვათ მარცვლეული, ბანანი, იოგურტი ან დალიოთ ერთი ჭიქა დაბალკალორიული რძე. ეცადეთ არ ჭამოთ ზედმეტი: ვარჯიშით ვერ ისიამოვნებთ, თუ დამძიმებული ხართ.

4-1688987440.jpg

დაიცავით ძილის განრიგი

ძილის ნაკლებობა გავლენას ახდენს კონცენტრაციაზე. გარდა ამისა, იწვევს არტერიული წნევის და გულისცემის გაძლიერებას. დაიცავით მარტივი წესები:

  • იძინეთ 7-9 საათი ყოველ ღამე;
  • სამუშაო დღეებში და შაბათ-კვირას დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს;
  • მოერიდეთ გვიან სადილს. ბოლო კვება უნდა იყოს დაძინებამდე 2-3 საათით ადრე;
  • მოწესრიგდით ძილისთვის: არ დაჯდეთ კომპიუტერთან და არ იმუშაოთ გვიან;
  • საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინის შემცველ სასმელებს;
  • ძილის წინ საძინებლის ვენტილაცია. ოთახი უნდა იყოს გრილი - არაუმეტეს 20 გრადუსი.

მოძებნეთ თანამოაზრეები

თუ არ გაქვთ მოტივაცია, დაუკავშირდით თქვენი ოჯახის წევრებს ან მეგობრებს. ისინი დაგეხმარებიან დაძლიოთ სიზარმაცე. თუ მეგობარი შორს ცხოვრობს, შეგიძლიათ სავარჯიშოების გაკეთება ვიდეოზარის საშუალებით.