როგორ გავაკეთოთ 5 ვარჯიში სკამით, მუცლის ცხიმის სწრაფად მოსაშორებლად - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ 5 ვარჯიში სკამით, მუცლის ცხიმის სწრაფად მოსაშორებლად

აწიეთ მუხლი და მიიტანეთ მოხრილ იდაყვთან. დაჯექით სწორად და გადაინაცვლეთ სკამის კიდეზე. დადეთ ფეხები თქვენს წინ და ხელები მიიტანეთ თავთან. სავარჯიშოს შესასრულებლად აწიეთ ცალი მუხლი, მარცხენა მუხლით მარჯვენა ხელის იდაყვის შეხებით და იგივე გააკეთეთ მეორე მხარეს.

1-1668684389.jpg

მოხარეთ ფეხები მუხლის არეში და ასწიეთ მკერდისკენ. დაეყრდენით სკამს და მუხლები აწიეთ მკერდისკენ. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

2-1668684405.jpg

გადაიხარეთ ცალ მხარეს და გააკეთეთ იგივე მოძრაობა. ეს მოძრაობა მიზნად ისახავს დაფაროს მთლიანი მუცლის ზონა. გაიმეორეთ მოძრაობა მანამ, სანამ არ იგრძნობთ წვას. შემდეგ გადაიხარეთ მეორე მხარეს და იგივე გააკეთეთ.

3-1668684420.jpg

შეეხეთ იატაკს. განაგრძეთ სავარძელში ჯდომა, ფეხები ოდნავ გაშალეთ, ხელები კი განზე გასწიეთ. შემდეგ გაშლილი ხელი მიიტანეთ მოპირდაპირე ფეხის კიდესთან. ანალოგიური გაიმეორეთ მეორე მხარეს.

4-1668684436.jpg

დაეყრდენით სკამს მთელი სხეულით. დაეყრდენით სკამს ხელებით და ასწიეთ სხეული. შეინარჩუნეთ ეს პოზიცია რაც შეიძლება დიდხანს და დაბრუნდით მჯდომარე მდგომარეობაში.

5-1668684449.jpg

წყარო: sharingideas.me