როგორ მოვამზადოთ ხველის შესაჩერებელი კანფეტი სახლში, მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან
აიღეთ პატარა ქვაბი. ჩაყარეთ შაქარი. ჩაასხით წყალი.
ჩააწურეთ ლიმონის წვენი.
დაუმატეთ თაფლი.
დაუმატეთ დაფქული ჯანჯაფილი.
მიხაკი დაფქვით და ისიც დაუმატეთ.
დაელოდეთ ნაზავის ადუღებას და დაუწიეთ ცეცხლს.
კარამელი გამუქდება და გასქელდება.
საცხობ სინს დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და კოვზით დაასხით სიროფი ისე, რომ აბების ფორმა მისცეთ.
როდესაც საწუწნი კანფეტები გაცივდება, დააყარეთ შაქრის პუდრი.
გადაიტანეთ კოლოფში და ისე შეინახეთ.