6 უჩვეულო მეთოდი, თუ როგორ გამოიყენოთ ჯანჯაფილი - rogor.ge

6 უჩვეულო მეთოდი, თუ როგორ გამოიყენოთ ჯანჯაფილი

ჯანჯაფილის სიროფი და ლიმონათი

rogor5-1674816426.jpg

ვინაიდან ჯანჯაფილი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით, ცივ ზამთარში უბრალოდ აუცილებელია ჯანჯაფილის სიროფი მარაგში გქონდეთ. მისი რეცეპტი მარტივია: დაამატეთ 200 გრამი შაქარი 250 მლ ლიტრ წყალს და სანამ ნარევი ადუღდება, გაასუფთავეთ ჯანჯაფილის ფესვი (200 გრამი საკმარისია), დაჭერით თხელ ნაჭრებად. როცა ტკბილი წყალი ადუღდება, მას უნდა დაუმატოთ ჯანჯაფილის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე მოხარშოთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ სიროფი უნდა გაფილტროთ, გააციოთ და ჩაასხათ სტერილიზებულ ჭურჭელში - ამ გზით ის დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ და გამოიყენოთ სხვადასხვა კერძისთვის, დესერტისთვის ან კოქტეილისთვის.

ჯანჯაფილის ნაყინი

rogor6-1674816439.jpg

ნებისმიერი თუნდაც ყველაზე მოსაწყენი დესერტი სხვა გემოს შეიძენს, თუ მას გახეხილ ჯანჯაფილს დაუმატებთ. ალბათ, ყველაზე პოპულარული და მომგებიანი კომბინაცია არის ბანანის ტკბილი ნაყინი, ზემოდან ჯანჯაფილის ჩიფსებით. ჯანჯაფილი ასევე უხდება ლიმონის ნაყინს, რაც მეტად გამოკვეთს მის გემოს.

თუ გსურთ გააოცოთ ახლობლები უჩვეულო კულინარიული მეთოდებით, სცადეთ ეს რეცეპტი: შეურიეთ 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი, ცოტა სიმინდის სიროფი და 3-4 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი; მოხარშეთ, განუწყვეტლივ ურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მიღებული მასის გაციების შემდეგ დაამატეთ 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი, 1 ჭიქა უცხიმო ნაღები, 3-4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ცოტა ლიმონის ცედრა. კარგად აურიეთ, ჩაასხით ნაყინის ფორმაში, შედგით საყინულეში, გააციეთ ნაყინი - რამდენიმე საათის შემდეგ შეგიძლიათ დიეტური, ჯანსაღი და გემრიელი კერძი მიირთვათ.

ჯანჯაფილის მარინადი

rogor7-1674816574.jpg

ჯანჯაფილის მარინადი არის დაბალკალორიული წასახემსებელი, რომელიც მიუხედავად მრავალი სასარგებლო თვისებისა, უკუჩვენებებს იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ადამიანებში. დაგჭირდებათ 200 მლ. ბრინჯის ძმარი (შეგიძლიათ შეცვალოთ ვაშლის ან ღვინით ძმრით) , 3 სუფრის კოვზი შაქარი, 2 ჩაის კოვზი მარილი, 8-9 სუფრის კოვზი წყალი და 200 გრამი ახალი ჯანჯაფილი. ეს უკანასკნელი უნდა დაასველოთ წყლით, გააშროთ, თხლად დაჭრათ და 1-2 წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში გააჩეროთ. შემდეგ, ჯანჯაფილი ჩაყარეთ ქილაში, წყალი და ჯანჯაფილის ნაჭრები გადაიტანეთ სუფთა, მშრალ ქილაში, რის შემდეგაც უნდა დაასხათ ძმრის, წყლის, მარილისა და შაქრისგან დამზადებული მარინადი. ქილა გააგრილეთ და შედგით მაცივარში: რამდენიმე დღის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.

დაშაქრული ჯანჯაფილი და სხვა ტკბილეული

t1-1674816776.jpg

დაშაქრული ჯანჯაფილი არის დაბალკალორიული, ჯანსაღი და გემრიელი დესერტი, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია. ეს დელიკატესი შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან ერთად, ან პირდაპირ სასმელში ჩააგდოთ. თუ გსურთ მოამზადოთ დაშაქრული ნაჭრები შემდგომი გამოყენებისთვის, შეინახეთ ისინი ჰერმეტულ ჭურჭელში. გაითვალისწინეთ, რომ ტკბილ კერძებში ჯანჯაფილი შესანიშნავად უხდება დარიჩინს, ლიმონს, ფორთოხალს, ვაშლს, თხილს, თაფლს და პიტნასაც კი.

ჯანჯაფილი დეტოქს სასმელებში

t2-1674816831.jpg

ჯანჯაფილი საგრძნობლად აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, შლის ზედმეტ სითხეს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას: სწორედ ამიტომ შედის ბევრ დეტოქს სასმელში, რომელიც წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან. ჯანჯაფილის დეტოქსიკაციის თერაპიის ყველაზე გავრცელებული ვერსიაა ჩვეულებრივი წყალი ლიმონით და წვრილად გახეხილი ჯანჯაფილი. არ დაიზაროთ აურიოთ რამდენიმე სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი, ორი ჩაის კოვზი თაფლი, ცოტა ლიმონის წვენი, ჩაყარეთ ეს ყველაფერი თერმოსში და დაასხით ადუღებული წყალი - მოსახერხებელი და, რაც მთავარია, ჯანსაღი ვარიანტი თან წასაღებად. შეგიძლიათ დალიოთ მთელი დღის განმავლობაში.

ჯანჯაფილის ჩაი

ჯანჯაფილის ჩაი გააძლიერებს იმუნურ სისტემას და დაგიცავთ გაციებისგან. ჯანჯაფილის ჩაის უმარტივესი რეცეპტი:

1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი ჩაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალში, ადუღეთ 5-7 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ლიმონი, თაფლი და დარიჩინი.

რძის ჩაის მოყვარულებს შეუძლიათ ასეთი ცხარე სასმელის დამზადება: ადუღეთ 1 ლიტრი წყალი, დაუმატეთ გახეხილი ჯანჯაფილი, რამდენიმე მარცვალი შავი წიწაკა, მწიკვი დარიჩინი და მუსკატის კაკალი, მოხარშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ დაასხით 0,5 ლიტრი რძე, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი შავი ჩაი და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით ჩაი ცეცხლიდან, გააჩერეთ 10 წუთი, დაუმატეთ თაფლი გემოვნებით, დალევის წინ გადაწურეთ – შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი და ჯანსაღი სასმელი.

როგორ მივანიჭოთ ჩვეულებრივ ჩაის ღვთაებრივი გემო ერთი ინგრედიენტის დამატებით