როგორ ჩაიცვას პატარძალმა ზამთარში, რომ არ შესცივდეს - rogor.ge

როგორ არ გავიყინოთ ზამთარში ქორწილში - 7 რჩევა პატარძლებს

სქელი ქსოვილი

რაც უფრო მკვრივი და სქელია თქვენი კაბის ქსოვილი, მით უფრო თბილად იქნებით. უარი თქვით აბრეშუმსა და შიფონზე და ჩაანაცვლეთ ატლასის, ფარჩის, ტაფტის ან ხავერდის ქსოვილებით. კიდევ ერთი ვარიანტია მოცულობითი კაბა რამდენიმე ფენიანი სარჩულით.

ბეწვი

მოკლე თეთრი ბეწვის მოსასხამი ან ქურქი ელეგანტური საშუალებაა სითბოს შესანარჩუნებლად. შეგიძლიათ განიხილოთ ბეწვის კრემისფერი, ან უფრო მუქი ტონები.

svadba-zimoy-pavel-y-karina-10-1674719626.jpg

როგორია 2024 წლის საქორწინო ასტროპროგნოზი

გრძელი სახელოები

უმკლავებო კაბა ბევრი პატარძლის ფავორიტია, ამიტომ, მკლავებიანი მოდელი ორიგინალური იქნება. მაქმანებიანი მკლავები გახდის თქვენს სამოსს უფრო ელეგანტურს და რომანტიკულს, ასევე, უფრო თბილს.

კარდიგანი

ნაქსოვი კარდიგანები, ქაშმირის ჟაკეტი, თბილი შალის მოსაცმელი და პალანტინი (მხრებზე წამოსასხამი ბეწვი) იდეალური ვარიანტებია არც თუ ისე ცივი ზამთრისთვის. მოსაცმლის არჩევისას გაითვალისწინეთ ქორწილის ფერთა პალიტრა და დარწმუნდით, რომ მასში ნამდვილად კომფორტულად ხართ.

სიყვარული და ფული: როგორი ფინანსური საკითხები უნდა განიხილოს წყვილმა ქორწილამდე

პალტო

გრძელი შალის პალტო შესანიშნავი დამატება იქნება ელეგანტური კაბისთვის და დაგიცავთ ჰიპოთერმიისგან.

rogor4-1674721554.jpg

როგორ დავხარჯოთ ფული გონივრულად ქორწილის ნაცვლად

არ დაივიწყოთ აქსესუარები

rogor4-1674721635.jpg

სწორად შერჩეული აქსესუარები არა მხოლოდ ხაზს გაუსვამს ქორწილის სტილს, არამედ დაგეხმარებათ სითბოს შენარჩუნებაში ფოტოგადაღების დროს. თბილი შარფი ან სნუდი გადაგარჩენთ ქარისგან, ხოლო ნაქსოვი ქუდი არა მხოლოდ გაგათბობთ, არამედ მეტად გაგალამაზებთ.

როგორ გავიგოთ გიმართლებთ თუ არა სიყვარულში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თბილი და კომფორტული ფეხსაცმელი

rogor4-1674721712.jpg

თუ ბუნებაში ფოტოსესიას გეგმავთ, უარი თქვით ქუსლებზე - გამუდმებით თოვლში ჩავარდებით, ვერ ისიამოვნებთ სიარულით და ვერ შეძლებთ დასვენებას, ეს შესამჩნევი იქნება ფოტოებზეც. უმჯობესია ჩაიცვათ მაღალი ჩექმები, თბილი ჩექმები ბრტყელი ძირებით და სხვა.

როგორ გავიგოთ, რომ ქორწინება თავიდანვე განწირულია