როგორ მოვამზადოთ ცხელი "ცეზარი" - შესანიშნავი კერძი მთელი ოჯახისთვის
გააცხელეთ ღუმელი 200°-მდე. ქათამი კარგად შეაზავეთ და მოათავსეთ კანით ზემოდან დიდ საცხობ ჭურჭელში. დაალაგეთ ბეკონის ნაჭრები, მოასხით ზეთი (შეინახეთ 1 ს/კ ზეთი) და გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში, სანამ ქათამი არ მომზადდება და ბეკონი არ გახდება ხრაშუნა.
ჩაბატა დაჭერით ნაჭრებად, შეურიეთ 2 ს.კ. ზეთი, მარილი და სანელებლები. ჩაამატეთ საცხობ ფორმაში და აცხვეთ კიდევ 15 წუთი.
მოსასხმელად: გახეხილი პარმეზანი მაიონეზით, ნიორით, მდოგვით, ლიმონის წვენთან და ანჩოუსთან ერთად დააბლენდერეთ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი. მოაყარეთ ბევრი შავი პილპილი.
გამოიღეთ ფორმა ღუმელიდან, გადართეთ გრილის რეჟიმში მაქსიმალურ ტემპერატურაზე. საცხობ ჭურჭელს მოაყარეთ რომაული სალათის ფურცელი, მოასხით დარჩენილი ზეთი. გრილზე 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ სალათის ფურცლები ოდნავ დაიწვება და კრუტონები ოქროსფერი და ხრაშუნა გახდება. სოუსი მოასხით კერძს და მოაყარეთ პარმეზანი.
როგორ მოვამზადოთ სალათი "ცეზარი" ისე, როგორც იტალიურ რესტორანში