როგორ შევამოწმოთ საბურავის ასაკი - rogor.ge

როგორ შევამოწმოთ საბურავის ასაკი

ზოგადად, როდესაც საბურავის ასაკი 6 წელს მიაღწევს, ის აუცილებლად უნდა შეამოწმებინოთ და თუ საჭიროა, შეცვალოთ.

საბურავის ასაკს ე.წ. DOT-ნომრით დაადგენთ, რომელიც ყველა საბურავს აწერია. თანამედროვე საბურავების შემთხვევაში ეს არის ოთხნიშნა კოდი, სადაც პირველი ორი ციფრი მიგვანიშნებს, წლის რომელ კვირაშია ეს საბურავი გამოშვებული, მეორე ორი ციფრი კი გვეუბნება, რომელ წელს გამოუშვეს ეს საბურავი. მაგალითად, 1313 ნიშნავს, რომ საბურავი 2013 წლის მე-13 კვირაშია გამოშვებული.

თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი საბურავის ასაკი 6 წელზე მეტია, რაც უნდა მისაღები იყოს მისი ვიზუალური მდგომარეობა, შემოწმება მაინც საჭიროა.

შეიძლება დაგაინტერესოთ: როგორ მოვახერხოთ რომ ავტომობილმა ნაკლები დაწვას

როგორ გავაპრიალოთ მანქანის ფარები

როგორ ამოტუმბოთ ბენზინი

წყარო: autocar.ge