როგორ მოვახერხოთ რომ ავტომობილმა ნაკლები დაწვას - rogor.ge

როგორ მოვახერხოთ რომ ავტომობილმა ნაკლები დაწვას

როგორც ექსპერტები აცახდებენ ავტომობილებში გაცხადებული „საპასპორტო“ წვის მარაგი ყოველთვის ნაკლებია მის რეალურ მოხმარებაზე და ამას თავისი ახსნაც აქვს. მაგალითად ევროპაში სტენდზე დასაფიქსირებელი საწვავის ხარჯვის ინფორმაციას იღებენ ავტომობილის 50 კმ/სთ სიცქარით გადაადგილებისას ქალაქის პირობებში. შერეულ ციკლში წვა კი განისაზღვრევა 70 კმ/სთ სიცქარით მოძრაობისას. ამასთან ავტომობილშის რთულად ითიშება ენრგიის მოხმარების ყველა წყარო და გამოიყენება მინიმალური პროტექტორების მქონე საბურავები.

გასაგებია რომ რეალურ პირობებში ასე ზუსტად ციფრებს უბრალოდ ვერ დაამთხვევთ.

და მაინც თუ თქვენ გაქვთ ამოცანად შეამციროთ საწვავის ხარჯი მაქსიმალურად ყველაზე ოპტიმალური სიცქარის რეჟიმი ეს არის 75 კმ/სთ. ქალაქში საცობების არარსებობის პირობებში ამ სიცქარის დაჭერა ნორმალურია, თუ სიცქარის შემზღუდავი არ გზღუდავთ. რაც შეეხება აჩქარებას - 50 კმ/სთ-მდე აჩქარება უნდა მხოდეს 26 წამში.

ტრასაზე კი მოგიწევთ უკიდურეს მარჯვენაზე ზოლზე გადასვლა და 75-80 კმ/სთ სიცქარით გადაადგილება. იდეალური იქნება თუ ამავე სიჩქარით მოძრავ სატვირთოაც ამოეფარებით.

კიდევ ერთი მნიშმვნელოვანი მომენტი ეს არის ტრანსმისიის სწორად შერჩევა. სასურველია გააქტიუროთ „უმაღლესი“ სიჩქარე, ხოლო მექანიკის დროს მაგალითად მეორედან პირდაპირ მეოთხეზე გადართოთ. ტახომეტრის ისარი კი აუცილებლად უნდა იყოს დაბალ ბრუნზე.

ამასთან თუ კლიმატური პირობები ხელს გიწყობთ უმჯობესია გამორთოთ გათბობა გაგრილების სისტემები. ასევე გამორთოთ სხვა ენერგიის მოხმარებლები, რომლებიც 05, ლიტრით ნაკლებს დაგიწვავთ 100 კმ-ზე. ამასთან კიდევ ერთი ხელშემწყობი ეს არის საბურავებში 0,2 ბარით წნევის გაზრდა.

წყარო: autocar.ge