როგორ ამოტუმბოთ ბენზინი - rogor.ge

როგორ ამოტუმბოთ ბენზინი

აიღეთ პლასტმასის ბოთლი, ან სპეციალური კონტეინერი. სახიფათოა ბენზინის ტარება სათლში ან სხვა ღია კონტეინერში.

შეიძინეთ სწორი სიგრძისა და დიამეტრის სუფთა მილები. მილი უნდა იყოს სუფთა და გამჭვირვალე, რათა დაინახოთ როგორ მიედინება მასში ბენზინი. დიამეტრი უნდა იყოს 2 სმ, თუ მილი ძალიან თხელია, შესაძლოა ტუმბომ არ იმუშაოს. მილი საკმარისად გრძელი უნდა იყოს, მაგრამ არც ზედმეტად.

3-1658918182.jpg

დადეთ კანისტრა მანქანასთან.

3-1658918227.jpg

მოხსენით თავსახური.

მილის ერთი ბოლო ჩადეთ ბენზინის ავზში. შეუბერეთ მეორე ბოლოში, მოუსმინეთ ბენზინის ბუყბუყს ავზში.

3-1658918302.jpg

დადექით მანქანის გვერდით, მილის ბოლო პირში ჩაიდეთ.

3-1658918356.jpg

დაჭერით მილი თითებით, რათა დროულად ამოიღოთ იგი.

შეისრუტეთ ბენზინი პირით ისე, რომ მილში დინება დაიწყოს, როცა ბენზინი თითქმის პირამდე მიაღწევს, ამოიღეთ პირიდან.

3-1658918450.jpg

დააჭირეთ თითი და სწრაფად ჩადეთ კანისტრაში.

3-1658918490.jpg

როდესაც კანისტრა გაივსება, ამოიღეთ მანქანის ბაკიდან მილი. შემდეგ მილი ამოიღეთ კანისტრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენზინი ძირს დაიქცევა.

3-1658918542.jpg