ღამით დააყარეთ ვაშლს შაქარი, დილით მარმელადივით სქელ ჯემს მიიღებთ - როგორ მოვამზადოთ ვაშლის ჯემი განსხვავებულად
გარეცხეთ ვაშლი და დაჭერით ნაჭრებად. ვაშლის ნაჭრები მოათავსეთ წყალში და ლიმონის წვენში (დაახლოებით 2 სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე). გააჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ გადაწურეთ წყალი და გაავლეთ ვაშლი.
ვაშლს დაუმატეთ ნახევარი შაქარი და დატოვეთ სანამ ნაყოფი წვენს არ გამოყოფს. უმჯობესია დატოვოთ მთელი ღამე.
ვაშლი მოათავსეთ ქვაბში და ადუღეთ, სანამ არ გახდება მუქი ფერის და სქელი, დაახლოებით 20 წუთი. ჯემი ათქვიფეთ ბლენდერით.
დაამატეთ შაქრის მეორე ნახევარი და მოხარშეთ კიდევ 15 წუთი. ძალიან არ მოხარშოთ, თორემ ჯემი ძალიან სქელი იქნება!
სანამ ჯემი მზადდება, შეგიძლიათ გარეცხოთ და გაასტერილოთ ქილები.
მზა ჯემი გადაიტანეთ ქილებში, დაახურეთ თავსახური, გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ შეინახეთ მაცივარში.
იხილეთ ასევე: როგორ მოვამზადოთ აბრეშუმის სტრუქტურის ჟოლოს ჯემი ხარშვის გარეშე
როგორ მოვხარშოთ გარგრის ჯემი ისე, რომ შევუნარჩუნოთ ცოცხალი ფერი და არომატი