როგორ გავაკეთოთ წითელი მოცხარის ჯემი - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ წითელი მოცხარის ჯემი

მოცხარს მოაცალეთ ღერები, გარეცხეთ, გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ხარშეთ 5 წთ.

გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

კენკრა ბადეზე გადაიტანეთ და გახეხეთ.

წვენი და გახეხილი პიურე (კანის და წიპწების გარეშე) დააბრუნეთ ქვაბში. დაუმატეთ შაქარი და აურიეთ.

როდესაც ადუღდება, დაბალ ცეცხლზე 10 წთ განმავლობაში ჩათუშეთ.

გაასტერილეთ ქილები.

ცხელი პიურე გადაიღეთ გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ.

ქილები ამოატრიალეთ, შეფუთეთ და დადგით გასაგრილებლად.