7 სახალისო და მარტივი გზა აუზის გარეშე გასაგრილებლად - rogor.ge

7 სახალისო და მარტივი გზა აუზის გარეშე გასაგრილებლად

ამისთვის გთავაზობთ რამდენიმე გზას.

გაგრილდი სპრინკლერის წინ

1-1655102623.jpg

მიამაგრეთ იგი სარწყავ მილზე, შემდეგ ირბინე მის წინ, ან დადექი რომ გაგაგრილოს. ყოველი გამოყენებისას ამოძრავეთ სპრინკლერი, რათა ეზოს ერთი მონაკვეთის დატბორვის ნაცვლად, ბალახის სხვადასხვა ნაწილი მოირწყას.

ატარე გამაგრილებელი სამაჯურები

1-1655102664.jpg

ცივი ნივთების მეშვეობით სხეულის სხვადასხვა ნაწილების გაგრილებას შეძლებ. მაგალითად, ქსოვილის სპორტული სამაჯურები, რომლებიც ამ მიზნითაა განკუთვნილი. მოათავზე სამაჯურები საყინულეში 10 წუთის განმავლობაში, იქამდე სანამ გამოიყენებ.

ექსპერიმენტი პატარა კონდიციონერით

1-1655102841.jpg

სცადეთ „კონდიციონერის“ გაკეთება ვენტილატორის და ყინულით სავსე პლასტმასის ბოთლების გამოყენებით. ბოთლები უნდა დადგათ ვენტილატორის სიახლოვეს.

მიიღეთ „ნისლის“ შხაპი

1-1655102871.jpg

მხოლოდ ცივი ნისლის სწრაფი ზემოქმედება შეიძლება იყოს ის, რაც სიცხეში გჭირდებათ გასაგრილებლად. თუ თქვენს მილს არ აქვს ამის ფუნქცია, დროა შეიძინოთ სხვა. დააყენეთ ტელეფონი ნისლის პარამეტრზე, აწიეთ ჰაერში და ისიამოვნეთ შეგრძნებით.

ისროლეთ წყლის ბუშტები

ბოლოს როდის განიცადეთ ზურგზე წყლის ბუშტის აფეთქების ცივი შოკი?! რა თქმა უნდა, უფრო სახალისოა საყვარელი ადამიანისთვის წყლის ბუშტის ბრძოლა, მაგრამ თუ თქვენ მარტო თამაშობთ, ააგდეთ წყლის ბუშტი ჰაერში ისე, რომ შეძლოთ მისი მეშვეობით გაგრილება.

მიიღეთ აბაზანა

1-1655102943.jpg

დღის ყველაზე ცხელ მომენტში შეავსეთ აბანო გრილი წყლით. შეგიძლიათ ჩახავიდეთ წიგნით ან ყურსასმენებით. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ გრილი აბაზანა დღის ბოლოს, ძილის წინ სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად.

სცადეთ ფეხების გაგრილება

1-1655102986.jpg

არ გინდა აბაზანის შევსება მთელი სხეულის აბაზანისთვის?! მაშინ გაიგრილეთ მხოლოდ ფეხები. გააჩერეთ ფეხები გრილ წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ გამოიყენეთ გამაგრილებელი გელი.

იხილეთ ასევე: როგორ გავაკეთოთ გაზონის სარწყავი 2 ლიტრიანი პლასტიკის ბოთლისგან უფასოდ

წყარო:ehow.com