ადამიანი ყოველთვის განვითარებისკენ ისწრაფვის. ეს აზრი სწორია სექსუალურ ცხოვრებასთან მიმართებაშიც. რა თქმა უნდა, ყველას სურს საუკეთესო საყვარელი იყოს საწოლში და პარტნიორს უდიდესი სიამოვნება მიანიჭოს. "რაც არ უნდა კარგი სექსი გქონდეთ, გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, ‘’ - ამბობს ნიუ-იორკის სექსოლოგიის თერაპევტი, - ,,თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი და თქვენი პარტნიორის აღგზნება მეტად სრულყოთ. ეს საკუთარი თავის და მეორე ნახევრის უკეთ შეცნობით მიიღწევა.
მაშ ასე, გთვავაზობთ რჩევებს საწოლში სრულყოფილების მისაღწევად.
სექსის გახანგრძლივება, როგორც მამაკაცისთვის ასევე ქალისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სექსუალურ ცხოვრებაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩატარდა კვლევა, რის მიხედვითაც დაადგინეს, რომ სექსის ხანგრძლივობის საშუალო დროა 7 წუთი (მოკლე პრელუდიის დაწყებიდან - დამთავრებამდე). მოკლე აქტი ითვლება 2-3 წუთიდან 10-15 წუთამდე, მაგრამ თქვენთვის მოკლე აქტი შეიძლება იყოს 30 წუთიც, თუ [url=/article_569_rogor-miviyvanot-qali-orgazmamde.html]ქალმა ორგაზმი[/url] ვერ განიცადა და მხოლოდ ცალ მხრივ კმაყოფილებას აქვს ადგილი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია პარტნიორებზე და მათ ორგანიზმზე.
ეს პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს იგივე მიზეზებით რაც [url=/article_679_rogor-movagvarot-naadrevi-eakulaciis-problema.html]ნაადრევი ეაკულაცია[/url].
როგორ ვასიამოვნოთ ქალი - ეს კითხვა ბევრ მამაკაცს აწუხებს და ჩემი სუბიექტური აზრია უნდა აწუხებდეს კიდეც. არსებობს ბევრი მითი, თეორია და რათქმაუნდა არ არსებობს ამის კონკრეტული "ფორმულა", თუმცა არის საკითხები/ნიუანსები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ნამდვილმა მამაკაცმა, რათა აგრძნობინოს ქალს ნამდვილი ორგაზმის სიამოვნება და წუთიერი "ექსტაზი", რომელიც ყველა ქალის ოცნებაა.
ქალების 30%-ს უჭირს ორგაზმის განცდა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ დარჩენილი 70%-დან რამდენი განიცდის სექსუალური სიამოვნების პიკს.
თუ გსურთ, რომ თქვენი პარტნიორი (ქალი) მიიყვანოთ სექსუალური სიამოვნების პიკამდე, წაიკითხეთ ინსტრუქცია ყურადღებით და ნუ შეასრულებთ მას როგორც გავლდებულობის მოხდის მიზნით და დაზეპირებული ლექსივით, არამედ სიყვარულით, სიამოვნებით და თქვენივე ფანტაზიით.