როგორ მივიყვანოთ ქალი ორგაზმამდე
მამაკაცის სურნელი როდესაც საკითხი უკვე სექსზეა მიმდგარი და ემზადებით პროცესის დაწყებისთვის, აქ უკვე ქალისთვის 5 გრძნობიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გრძნობა სწორედ, რომ ყნოსვაა და მისი პარტნიორის სურნელით აღგზნება. კარგია თუ სურნელისთვის გამოიყენებთ მუშკის სუნამოს, მუშკის სუნი იწვევს ქალში ისეთივე ეფექტს, როგორც მაგალითად ტესტოსტერონის სუნი, ანუ ზრდის მის ლიბიდოს (ვნებას).
პრელუდია აუცილებელია სანამ სექსის უშუალო პროცესამდე გადახვიდოდეთ, აღაგზნოთ სუსტი სქესის პარტნიორი, სწორედ ამ პროცესს ეწოდება პრელუდია. ყველა ქალს აქვს ინდივიდუალური ეროგენული ზონა, თუმცა უმეტესობას მაინც აქვს რაღაც საერთო: - კისერთან ვნებიანი კოცნა (კისრის მიდამოებით დაიწყეთ და ნელ-ნელა ჩამოყევით კისრის დასასრულამდე); - ყურის ბიბილოს ნაზი მასაჟი (ტუჩებში კოცნის დროს მოეფერეთ და გაუკეთეთ ნაზი მასაჟი მის ბიბილოებს); - თმებზე ნაზად მოფერება (ტუჩებში კოცნის დროს მოეფერეთ ნაზი შეხებით მის თმებს); - მკერდზე მოფერება და კოცნა (ხელით მოეფერეთ მის მკერდს, შემდეგ ნაზად აკოცეთ ძუძუს თავებზე და თითებით ასტიმულირეთ); - მუცელზე კოცნა; დაიმახსოვრეთ: პრელუდია რაც მეტია - აღგზნებაც მეტია, ხოლო აღგზნება თუ მეტია - მიზნის განხორციელების ალბათობაც მეტია.