დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გვესაუბრება, როდის უნდა გაიპარსოს მოზარდმა წვერი, როგორი უნდა იყოს მოვლის პროცედურა, რომ გაღიზიანება თავიდან ავირიდოთ და რომელ საშუალებებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, ასევე იწვევს თუ არა ამავე ასაკში წვერის გაპარსვა აკნეს:
- გაპარსვამ შესაძლებელია პროვოცირება მოახდინოს აკნეს გამწვავების. შესაძლოა პაციენტს ჰქონდეს აკნე და გაპარსვით გამწვავდეს. ასევე, გაპარსვის დროს შესაძლოა თმის ფოლიკულის ანთება განვითარდეს, რაც სხვა დიაგნოზია. წვერის გაპარსვას, ასევე ეპილაციას აკნეს გამოწვევა არა, მაგრამ გამწვავება შეუძლია.
თუ აქამდე არასოდეს გაგიპარსავთ ელექტრო საპარსით, თქვენ, ალბათ, დაბნეული ხართ, რადგან არ იცით, თუ როგორ მუშაობს ის. ელექტრო საპარსით გაპარსვა ბევრად უფრო სწრაფია, მაგრამ ამ ყველაფერს შეჩვევა სჭირდება. ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, რათა გასწავლოთ რა უნდა გააკეთოთ, რა არ უნდა გააკეთოთ და როგორ აიცილოთ თავიდან გაღიზიანება.
ლამბერსექსუალის იმიჯი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ პოპულარულია. მოშვებული წვერი უკვე საკმაოდ ბევრ მამაკაცს ამშვენებს. გარდა ამისა, ის საკმაოდ კომფორტულიცაა, რადგან აღარ არის საჭირო წვერის ყოველდღიური პარსვა. თუმცა არ უნდა გვეგონოს, რომ რადგან წვერი მოვუშვით, ის მოვლას აღარ საჭიროებს. იცით, როგორ მოუაროთ მოშვებულ წვერს? მოუვლელ წვერი საკმაოდ ცუდად გამოიყურება. ამიტომ საჭიროა მას ის ფორმა მისცეთ, რომელიც მოგიხდებათ, ხაზს გაუსვამს თქვენს მოდურობას და არა მოუვლელობას. შესაბამისად, სპეციალურად მისთვის მაკრატელი და სავარცხელიც დაგჭირდებათ.
წვერის გაპარსვა, მოგეხსენებათ კაცებო ერთ-ერთი დამღლელი და არასასიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით მაშინ როცა გეჩქარებათ და სიჩქარეში გიწევთ თავის მოწესრიგება. მართალია ყველა კაცი იპარსავს წვერს და იცის როგორ არის საჭირო, მარამ გადაიკითხეთ ინსტრუქცია, იქნებ ნახოთ წვერის გაპარსვის ხერხი რომელსაც არ იყენებთ, შეეცადეთ ეს პროცესი შედარებით კომფორტული გახადოთ.
ხდება ხოლმე, როცა პარსვისას უმეტესად სიჩქარის დროს მამაკაცები იზიანებენ საპარსი საშუალებით სახის კანს. როცა დრო ცოტაა და სისხლი კიდევ არა და ჩერდება საჭიროა რამე ისეთი საშუალება რაც გადაწყვეტს ამ პრობლემას.