როგორ მოვუაროთ წვერს?! - rogor.ge

როგორ მოვუაროთ წვერს?!

 

დაბანა
წვერის დაბანა სპეციალური შამპუნით და ბალზამით უნდა მოხდეს კვირაში რამდენიმეჯერ. შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი საშუალებები რომ წვერსაც მოუხდეს და არც სახის კანი გაგიღიზიანოთ.

 

დავარცხნა
წვერის გასუფთავების შემდეგ გაიმშრალეთ და დაივარცხნეთ. ამას ნუ გააკეთებთ ტენიან თმაზე. ასეთ მდგომარეობაში წვერი სუსტი და მტვრევადია. სავარცხლის კბილების ისეთი უნდა იყოს რომ დავარცხნა გაგიადვილდეთ.

 

კანის დატენიანება
დაიტენიანეთ კანი - წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქავილმა შეგაწუხოთ. ზოგიერთ შემთხვევაში ქავილი იმდენად აუტანელია რომ მამაკაცები წვერსაც კი ელევიან. დატენიანება აუცილებელია ყოველი დაბანის შემდეგ.

 

კვება
ხარისხიანი, ლამაზი და ბზინვარე წვერისთვის კარგად უნდა იკვებოთ. მიიღეთ მეტი ხილი, ბოსტნეული და ხორცი. შეზღუდეთ ტკბილი და ზოგადად, შაქარი. ის თმის ზრდის პროცესს ანელებს და შესაძლოა მის შეთხელებასაც შეუწყოს ხელი. დალიეთ წყალი დიდი რაოდენობით. ის მეტაბოლურ პროცესებს აჩქარებს და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას უწყობს ხელს. გახოვდეთ, რომ წვერი თქვენს იმიჯს მნიშვნელოვნად შეცვლის. სუფთა და მოვლილი წვერით მამაკაცები სუსტი სქესისთვის მეტად სექსუალურები და მიმზიდველები არიან.