ფინანსური ბაზარი - rogor.ge

ძირითადად რა ტიპის ანაბრებს გვთავაზობენ ბანკები და როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი დეპოზიტი

ვადიანი და ზრდადი ანაბარი, „ჩემი ყულაბა“, მოთხოვნადი ანაბარი - ეს დეპოზიტების სახეობების მცირე ჩამონათვალია, რასაც ქართულ ბაზარზე მოქმედი კომერციული ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ. ანაბრის გახსნა ზოგ შემთხვევაში 10 ლარიდან არის შესაძლებელი და თანაც უფასოდ.

ზოგადად, ანაბარი, იგივე დეპოზიტი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საბანკო პროდუქტია. განვითარებულ ქვეყნებში დეპოზიტებზე თანხის შეგროვებას მომხმარებელი ძირითადად მაშინ იწყებს, როცა სრულწლოვანია და სტაბილური შემოსავალი აქვს. განვითარებად ქვეყნებში კი, მათ შორის, საქართველოში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ხარჯები შემოსავლებს ბევრად აჭარბებს, დეპოზიტის გახსნა ცოტა რთული, თუმცა წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის.

საქართველოში ანაბრის გახსნა ყველა კომერციულ ბანკშია შესაძლებელი. დეპოზიტების ძირითადი სახეობა კი ასეთია - ვადიანი, ზრდადი, მოთხოვნამდე და ა.შ. ჩვენ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ:

როგორ გამოვიმუშავოთ ფული ფინანსურ ბაზარზე

მოგესალმებით ძვირფასო www.rogor.ge -ს მომხმარებლებო! მე გახლავთ იმედა შერიფაძე 1968 წელს დაბადებული ქალაქ ბათუმში. სპეციალობით გახლავთ IT მენეჯერი, პარალელურად ვარ ანალიტიკოს ტრეიდერი საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე. ამ საქმიანობაში გამაჩნია მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. ვარ კომპანია AcademyFX-ის აქტიური პარტნიორი და გავიარე ფორექს სტრატეგია „Снайпер Х“ სრული კურსი და საკმაოდ წარმატებულად ვმოღვაწობ ამ სფეროში ჩემი მიზანია, ჩემი გამოცდილება გადავცე ჩემს ხალხს, რათა ქართველებმა დაიკავონ სათანადო ადგილი ფინანსურ ბაზარზე. მინდა ავღნიშნო ძვირფასო მკითხველნო, რომ ტრეიდერი ეს არის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი და ამავდროულად მაღალ რისკიანი პროფესია მთელს მსოფლიოში. აქ ფულს შოულობენ მხოლოდ პროფესიონალები. დღევანდელ სტატიაში მე მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას ფინანსური ბაზრის შესახებ, თუ რა უნდა გაითვალისწინო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობის დროს, თუ რა კრიტერიუმებით უნდა ისარგებლო ფორექსზე ვაჭრობის დროს ტრეიდერმა. ეხლა განვიხილავთ ზოგადად რა არის ფორექსი: ფორექსი არის ბანკთაშორისი ბაზარი. ფორექსის მთავარი პრინციპი არის ერთი ქვეყნის ნაციონალური ვალუტა გადაცვალო მეორეზე თავისუფალი ფორმირებული კურსით. სავალუტო ბაზარი ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება საბირჟო ვაჭრობის ბაზარი და გარე საბირჟო სავალუტო ბაზარი, რომელიც ფაქტობრივად არის ბანკთაშორისი. ზუსტად მასზე მოდის მთავარი ოპერაციის მოცულობა, რომელიც ფორექსზე ხორციელდება. ეს ბაზარი მოცულობით ყველა დანარჩენს აჭარბებს . ფორექსის ყოველღიური სამუშაო მოცულობა დღეში 2 – 5 ტრილიონი დოლარით ფასდება. ის ძირითადი კრიტერიუმები რომელიც უნდა ისარგებლონ ფორექსზე ვაჭრობის დროს ტრეიდერებმა: