როგორ ვითამაშოთ ჯოკერი კარგად
ჯოკერი - ბანქოს (კარტის) თამაშია, 2-4 მოთამაშისათვის. მოთამაშის მიზანია აიღოს მაქსიმალური ქულები რამდენიმე დარიგების განმავლობაში, აღებული კარტების გამოყენებით.
ყოველი დარიგებისას მოთამაშე ცდილობს წაიღოს წინასწარ ნავარაუდევი კარტის რაოდენობა, ან თქვას ე.წ. "პასი" რომელიც მიზნად ისახავს კარტების მაქსიმალურად მოშორებას და არაფრის წაყვანას. თამაშში გამოიყენება 36 კარტი, რომლიდანაც 2 ჯოკერია. ზოგადად ჯოკერიs თამაში არ ნიშნავს მხოლოდ ნავარაუდევი კარტების წაღებას და ქულების დაგროვებას, ჯოკერში მცირეოდენი ლოგიკაა საჭირო, რომ კარგად ითამაშო, ხშირად ნავარაუდევის წაღებას ჯობს მოწინააღმდეგის "გაფუჭება" და მისი მიზნების ჩაშლა.