რა შეიძლება იყოს უფრო ადვილი, ვიდრე პელმენის მომზადება? უბრალოდ გამოიღეთ საყინულედან და ჩადეთ ქვაბში. გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც კი საჭიროა ცოდნა. სავარაუდოდ, არაერთხელ ამოგიღიათ ერთი პელმენის ნაცვლად, შეწებებული მასა. ამის მიზეზი არის ერთი შეცდომა, რომელსაც დროდადრო ვიმეორებთ. ამიტომ, სტატიაში ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ პელმენი სწორად ისე, რომ სრულყოფილი იყოს.
საფუარის ცომისგან დამზადებული პროდუქტები რბილი და დელიკატურია, მაგრამ ყველას არ შეუძლია მასთან მუშაობა. საიდუმლო არ არის, რომ საფუარის ცომი მოითხოვს ყურადღებას, უნარს და გარკვეულ გამოცდილებას, ამიტომ ზოგჯერ გამოცდილი დიასახლისებიც კი მარცხდებიან. კულინარიულმა ბლოგერმა გადაწყვიტა დაეხმაროს მათ, ვინც ჯერ ვერ შეძლო ამ ცომთან დამეგობრება. მან გააზიარა საფუარის ცომთან მუშაობის საკუთარი გამოცდილება და ხაზგასმით აღნიშნა ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები.
იღაც ცალსახად აცხობს ბლინებს, ვიღაც კი შესანიშნავად ამზადებს ფლავს. არიან ისეთებიც, რომლებიც წარმოუდგენლად გემრიელ ღვეზელებს აცხობენ. გაქვთ რეცეპტი, მაგრამ არ გამოგივიდათ? ღვეზელები რომ გამოვიდეს, საჭიროა ცომი სწორად შეარჩიოთ და მოამზადოთ. გადავწყვიტეთ გაგვერკვია რომელი ღვეზელები რომელი ცომიდან გამოაცხოთ და რომელი შიგთავსი უფრო უხდება.
ბევრ ჩვენგანს უყვარს ცხობა - ნამცხვრების, ღვეზელების, კექსების და სხვა. იმისათვის, რომ ეს კერძები გემრიელი იყოს, საჭიროა ცომი სწორად მოამზადოთ. სამწუხაროდ, ის ყოველთვის არ ამოდის, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერს მკაცრად აკეთებთ რეცეპტის მიხედვით. აქ პრობლემა კულინარიულ უნარებში არაა, არამედ ფიზიკის კანონებში.
გეი-ლუსაკის კანონის მიხედვით, მუდმივი წნევის დროს, აირის მუდმივი მასის მოცულობა აბსოლუტური ტემპერატურის პროპორციულია. ანუ ტემპერატურის მატებისას იზრდება აირის მოცულობაც. როგორც კი ნამცხვარს წინასწარ გახურებულ ღუმელში შედებთ, აირები იწყებს გაცხელებას და ნამცხვარი ამოდის.
აირი სხვადასხვა სახის ცომში სხვადასხვანაირია. ბისკვიტის ცომში ეს არის ათქვეფის დროს მიღებული ჰაერი. საფუარის ცომში ეს არის ნახშირორჟანგი, რომელიც გამოიყოფა საფუარის მიერ დუღილის დროს. ცომში გამაფხვიერებელთან ან სოდასთან ერთად, ის ასევე არის ნახშირორჟანგი, რომელიც ჩნდება სოდის მჟავასთან რეაქციაში შესვლით. სველ და ზეთოვან ცომში კი ეს არის წყლის ორთქლი.
მალე შემოაღებს კარს შობა და ჩვენს გულებში სიკეთესა და სიყვარულს გააჩენს. როგორც სხვა დიდ დღესასწაულებს, შობასაც აქვს თავისი ტრადიციული კერძები, მაგალითად ყველასთვის საყვარელი გურული ღვეზელი. მის მომზადებას გურული სისხარტე და სიყვარული და არც თუ ისე ბევრი ინგრედიენტები სჭირდება! მაშ ასე! ვიწყებთ გურული ღვეზელის გამოცხობას.