საუკეთესო ცომის 4 საიდუმლო შეფ-კონდიტერებისგან
ღვეზელების ცომი
ხილისა და კენკრის ღვეზელისთვის, განსაკუთრებით თუ გაყინულს იყენებთ, შესაფერისია ფენოვანი ან "ქვიშის" ცომი. ეს შეიძლება იყოს ხვეულები ვაშლით ან მსხლით, ალუბლის შტრუდელი "გაწელილი ცომისგან", ან საფუარის ღვეზელები იგივე ვაშლით ან ალუბლით. ბოსტნეულის შევსებისთვის - კარტოფილით, სოკოთი, კომბოსტოთი - უმჯობესია გამოიყენოთ საფუარიანი ცომი. სხვათა შორის, ფენოვანი ცომის დამზადება შესაძლებელია სამარხვო, მცენარეული ზეთით და არა კარაქით ან მარგარინით. მართალია, მარგარინის გამოყენება შესამჩნევად იმოქმედებს გემოზე.
საფუარის ცომის საიდუმლოებები
მოზელა ჩვეულებრივ იწყება ცომის მომზადებით: ნელთბილ რძეს ან წყალს ურევენ მცირე რაოდენობით შაქარს, საფუარს და ცოტა ფქვილს და ტოვებენ დუღილის პროცესის დასაწყებად. შემდეგ მოდის დანარჩენი ინგრედიენტები: დარჩენილი ფქვილი, მარილი, კვერცხი (საჭიროების შემთხვევაში), კარაქი.ზეთი შეჰყავთ მორევის ბოლოს და მცირე რაოდენობით, რადგან ცხიმი ბლოკავს საფუარს.
საფუარის ცომს არ უყვარს ხანგრძლივი მოზელვა, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ მასთან და არ „ჩაახშოთ“ ფქვილში.
საფუარის ცომი ყოველთვის დადგით თბილ ადგილას.
ლაიფ ჰაკი: ჯამს ცომთან ერთად გადააკარით საკვები პოლიეტილენის პარკი ან პირსახოცი. თუ შედგავთთ ღუმელში 40–50 გრადუსზე, ცომი გაცილებით სწრაფად ამოვა.
შიგთავსი
უცხიმო ცომის შემთხვევაში, უმჯობესია ფოკუსირება შიგთავსზე - მეტი გაუკეთოთ, რადგან ცომის გემო ისეთი გამორჩეული არ იქნება, როგორც ცომი ძირში კარაქით და რძით. შეგიძლიათ ხელით გააბრტყელოთ, მაგრამ თუ საჭიროა თხელი ცომის გაკეთება მაშინ სჯობს რულეტის გამოყენება.
როგორ გავაფორმოთ ღვეზელი
ცომის ნარჩენებისგან შესაძლებელია ფოთლების ან ყვავილების გაკეთება. დასერეთ ხაზები დანით.
კარგ ცომში მთავარია... სიყვარული! რა თქმა უნდა არაერთხელ შეგიმჩნევიათ: ბორშს ჩვეულებისამებრ ამზადებთ, გემო კი სხვადასხვაა?! და ცომით მუშაობა ყველას არ შეუძლია, რაც არ უნდა ეცადო - ასე რომ, ცომს და შიგთავსს სჭირდება რომ იგრძნო და შეიყვარო.