როგორ მივიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად?
სახლიდან გაუსვლელად ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად ვებგვერდზე https://psh.gov.ge/ უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება,
სახლიდან გაუსვლელად ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად ვებგვერდზე https://psh.gov.ge/ უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება,
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემას მხარი დაუჭირა და აპრილიდან ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტებს ფლობენ, საშუალება ექნებათ შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურონ. შენგენის ტერიტორია ევროკავშირის 22 წევრს, ოთხ არაწევრსა და შენგენის ოთხ კანდიდატ ქვეყანას გულისხმობს. გამონაკლისია დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ხორვატია, კვიპროსი, რუმინეთი და ბულგარეთი. სავიზო ლიბერალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით უვიზო მოგზაურობას, მკურნალობას, სამეცნიერო კონფერენციებზე ან სემინარებზე ვიზიტებს, სწავლას გულისხმობს. თუ მოქალაქეს 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უწევს ევროპის ქვეყნებში ყოფნა, მან იმავე წესით უნდა იხელმძღვანელოს ვიზით სარგებლობისას, როგორც აქამდე. როგორ.ჯი გთავაზობთ ინსტურქციას, თუ როგორ ვიმოგზაუროთ და რა წესებით ვიხელმძღვანელოთ, რა დოკუმენტაცია გვჭირდება ევროკავშირის ქვეყნებში მიმოსვლის დროს.