ქალებს ხშირად აწუხებთ ორგაზმის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები. უამრავი კვლევა არსებობს და სექსოლოგებიცამასვე ამტკიცებენ, რომ საქართველოში უჩვეულოდ მაღალია ქალების რიცხვი, რომლებიც ანორგაზმიას განიცდიან, მაგრამ ასევე უამრავია ქალი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დაავადების კლინიკურ ნიშნებს არ განიცდის, საკუთარი, ან პარტნიორის გამოუცდელობისა და მოუწადინებლობის გამო, სექსით სრულყოფილ სიამოვნებას ვერ იღებს.
სექსოლოგები ამბობენ, რომ თუ თქვენ ვაგინალურ ორგაზმს ვერ იღებთ, ე.ი. პენისის შეღწევით სიამოვნების განცდა გიჭირთ, მაშინ კლიტორის დამატებითი სტიმულირების ხერხს უნდა მიმართოთ.
სექსის გახანგრძლივება, როგორც მამაკაცისთვის ასევე ქალისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სექსუალურ ცხოვრებაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩატარდა კვლევა, რის მიხედვითაც დაადგინეს, რომ სექსის ხანგრძლივობის საშუალო დროა 7 წუთი (მოკლე პრელუდიის დაწყებიდან - დამთავრებამდე). მოკლე აქტი ითვლება 2-3 წუთიდან 10-15 წუთამდე, მაგრამ თქვენთვის მოკლე აქტი შეიძლება იყოს 30 წუთიც, თუ [url=/article_569_rogor-miviyvanot-qali-orgazmamde.html]ქალმა ორგაზმი[/url] ვერ განიცადა და მხოლოდ ცალ მხრივ კმაყოფილებას აქვს ადგილი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია პარტნიორებზე და მათ ორგანიზმზე.
ეს პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს იგივე მიზეზებით რაც [url=/article_679_rogor-movagvarot-naadrevi-eakulaciis-problema.html]ნაადრევი ეაკულაცია[/url].
ნაადრევი ეაკულაცია არის იგივე ეაკულაცია, როდესაც მამაკაცის ეაკულაციის მომენტი დგება სასურველ მომენტამდე - სასქესო ასოს საშოში შეყვანამდე, ან უშუალოდ შეყვანის შემდეგ, რაც ერთ-ერთი, ან ორივე პარტნიორის დაუკმაყოფილებლობას იწვევს. სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის კრიტერიუმები დადგენილი არ არის, თუმცა, თუ თქვენ, ან თქვენი პარტნიორი დაუკმაყოფილებლობის გრძნობას განიცდით, რომლის მიზეზია ნაადრევი ეაკულაცია ქალის ორგაზმის დადგომამდე – ე.ი. საქმე ნაადრევ ეაკულაციას ეხება.
ამჟამად ნაადრევ ეაკულაციაზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, როდესაც მამაკაცი ვერ აკონტროლებს საკუთარ ეაკულაციას. ნაადრევი ეაკულაციის უპირველესი მიზეზია სქესობრივი მოთხოვნილებების არათანაზომადობა თავშეკავების ხანგრძლივობასთან. მეორე მიზეზი, რომელიც შეიძლება პირველს დაემატოს, ფსიქოლოგიურია: შიში შესაძლო წარუმატებლობის გამო. ნაადრევი ეაკულაცია – მამაკაცებში სქესობრივი დისფუნქციის ყველაზე გავრცელებული სახეობაა; ნაადრევი ეაკულაცია ძლიერი სქესის თითქმის 65% აღენიშნება.
როგორ ვასიამოვნოთ ქალი - ეს კითხვა ბევრ მამაკაცს აწუხებს და ჩემი სუბიექტური აზრია უნდა აწუხებდეს კიდეც. არსებობს ბევრი მითი, თეორია და რათქმაუნდა არ არსებობს ამის კონკრეტული "ფორმულა", თუმცა არის საკითხები/ნიუანსები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ნამდვილმა მამაკაცმა, რათა აგრძნობინოს ქალს ნამდვილი ორგაზმის სიამოვნება და წუთიერი "ექსტაზი", რომელიც ყველა ქალის ოცნებაა.
ქალების 30%-ს უჭირს ორგაზმის განცდა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ დარჩენილი 70%-დან რამდენი განიცდის სექსუალური სიამოვნების პიკს.
თუ გსურთ, რომ თქვენი პარტნიორი (ქალი) მიიყვანოთ სექსუალური სიამოვნების პიკამდე, წაიკითხეთ ინსტრუქცია ყურადღებით და ნუ შეასრულებთ მას როგორც გავლდებულობის მოხდის მიზნით და დაზეპირებული ლექსივით, არამედ სიყვარულით, სიამოვნებით და თქვენივე ფანტაზიით.