როგორ მოვემზადოთ დაივინგისთვის
იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ წყლისთვის ხართ „შექმნილი“ და თავს ადამიან ამფიბიად გრძნობთ, აუცილებელია ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წყალი, მითუმეტეს თუ საუბარია დიდ სიღმეებზე, არის ადამიანისთვის უცხო გარემო. თანამედროვე ტექნოლოგიები და სისტემები დამწყებებსაც კი აძლევენ სიღრმეებზე ჩასვლის საშუალებას. ნუ იფიქრებთ, რომ „დაივინგი“ მარტივია, რადგან თუ თქვენ ყურადღებას მოადუნებთ დიდ სიღრმეზე ყოფნისას, შეიძლება ფატალურადაც კი დამთავრდეს თქვენი „მოგზაურობა“.