როგორ მოვემზადოთ დაივინგისთვის


იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ წნევის ცვლილებასთან დაკავშირებული დაავადებები ამოცურეთ სიღმიდან ნელ-ნელა. ზუსტად დაგეგმეთ დრო: რამდენი წუთი დაგჭირდებათ სიღრმეზე ჩასასვლელად და ამოსასვლელად, რამდენ წუთს გაჩერდებით სიღრმეზე. გათვალეთ ჟანგბადის ოდენობა, რომელიც უნდა გეყოთ ამ ყველაფერზე. სანამ ჩაეშვებით სრულ სიღრმეზე შეჩერდით 3 წუთით 5 მეტრის სიღრმეზე და დარწმუნდით, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს. თუ ეჭვი გეპარებათ ამოყვინთეთ, შეიტანეთ ცვლილებები აღჭურვილობაში და გაიმეორეთ პროცესი მანამ, სანამ სრულიად არ იქნებით დარწმუნებული თქვენი აღჭურვილობის გამართულობაში.