ბროკოლი - rogor.ge

8 ბოსტნეული, რომელიც ეხმარება მუცლის ცხიმის დაწვას

სერთიფიცირებულმა დიეტოლოგებმა, ტრისტა ბესტმა და კორტნი დ’ანჯელომ, გააცნეს საზოგადოებას ის ბოსტნეული, რომელიც აუცილებლად უნდა შევიტანოთ რაციონში, თუ მუცლის ცხიმის მოშორება გვსურს. როგორც eatthis.com წერს, ეს ბოსტნეული არა მხოლოდ ეხმარება წონაში დაკლებას, არამედ აუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელობას.

"ბოსტნეული მდიდარია საკვები ნივთიერებებითა და ანტიოქსიდანტებით. ისინი აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს, ამცირებენ დაავადებების რისკს და ხელს უწყობენ ჯანმრთელ წონაში კლებას. გარდა ამისა, ზოგიერთი ბოსტნეული შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებებს, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურია მუცლის ცხიმის შემცირებაში," – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ბოსტნეული, რომელიც ეხმარება მუცლის ცხიმის დაწვაში

როგორ მოვამზადოთ ბროკოლისა და ჩედარის სუპი

კლასიკური ბროკოლისა და ჩედარის სუპი იდეალური კერძია ნებისმიერ შემთხვევისთვის. ეს სუპი შესანიშნავია როგორც სადილზე, ასევე მსუბუქი ვახშმის ალტერნატივად. რაც მთავარია, მისი მომზადება შესაძლებელია 15 წუთზე ნაკლებ დროში.

ეს ნოყიერი და თბილი სუპი იდეალურად უხდება ახალ პურს ან მწვანე სალათს. ბროკოლის ჩედარის სუპი მშვენიერი გზაა ბავშვებისთვის ბროკოლის შესაყვარებლად, დაძალების გარეშე.

როგორ მოვამზადოთ ბროკოლი მარტივად და სწორად?

მწვანე, იტალიური წარმომავლობის მინიატურული ხის მსგავსი ბოსტნეული - კომბოსტო ბროკოლია! ის აუცილებლად საპატიო ადგილს უნდა იკავებდეს თქვენი კვების რაციონში, არამარტო გარნირის სახით, არამედ მთავარი კერძის სახითაც. ბროკოლი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ნებისმიერ კონდიციაში, თუმცა ყველაზე სასარგებლო თვისებებს სწორად მომზადებაში მალავს.

როგორ მოამზადოთ ბროკოლის კრემსუპი 2 ინგრედიენტით, გორდონ რამზის რეცეპტით

ყველას არ მოსწონს ბროკოლით მომზადებული კერძები. ეს კაშკაშა ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა და მისი მომზადება ბევრნაირადაა შესაძლებელი. შეგიძლიათ სცადოთ ორთქლზე მოხარშვა, ან მისგან სურნელოვანი პიურეს მომზადება. მაგრამ ამჯერად, მსოფლიოში ერთ-ერტი ყველაზე ცნობილი შეფ-მზარეულის, გორდონ რამზის რეცეპტს გაგიზიარებთ. ბრიტანელ შეფს ნამდვილი კულინარიული ნიჭი აქვს. მხოლოდ 2 ინგრედიენტით მან ნამდვილი შედევრი შექმნა. ჩვენ შევეცდებით გავიმეოროთ. იმედია მოგეწონებათ!

ბროკოლის კრემსუპს, რომელსაც დღეს მოვამზადებთ, რამდენიმე თავისებურება აქვს:

პირველ რიგში, მისი მომზადებისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ძირითადი ინგრედიენტი და მარილი. ეს არის თავად კომბოსტო და მისი მომზადებისთვის - წყალი. მეორეც, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ მხოლოდ ბროკოლის ყვავილები ფესვის გარეშე. ეს გავლენას ახდენს როგორც მზა სუპის გემოზე, ასევე მის ფერზე.

როგორ მოვიყვანოთ ბროკოლი

ბროკოლს ქართულად სატაცურა კომბოსტო ჰქვია. საკვებად გამოიყენება თავაკი, ნაზ ღეროზე მოთავსებული ყვავილოვანი კოკრების კონა. 8-20სმ დიამეტრის თავაკი შეიძლება იყოს მწვანე, მეწამული ან თეთრი ფერის. საადრეო ჯიშების თავაკები წვრილი და ფაშარია და ერთდროულად ხდება გვერდითი თავაკების წარმოქმნა. საგვიანო ჯიშებს მსხვილი, ცენტრალური თავაკი უვითარდება, რომლის მოჭრის შემდეგ სწრაფად იზრდება გვერდითი ყლორტები, რომლებიც მეორე მოსავალს იძლევა.