როგორ მოვამზადოთ ბროკოლი მარტივად და სწორად?
ბროკოლი უმად
ყველაზე მარტივი რეცეპტი დიეტურ სალათებში უმი ბროკოლია, რომელსაც შეუძლია 100% უზრუნველყოს თქვენი ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით.
მოხარშული ბროკოლი
სრულებით საკმარისია კომბოსტოს 60 წამით მდუღარე წყალში გაჩერება, იმისათვის რომ რბილი და გემრიელი იყოს, თუმცა ბავშვებს უფრო მეტად მოსწონთ მარილიან წყალში მოხარშული ბროკოლი 5 წუთის განმავლობაში. მოხარშული ბოსტნეული ყინულებით სავსე წყალში ჩაუშვით მცირე დროით, იმისათვის რომ შეინარჩუნოს თავისი მწვანე ფერი.
ბროკოლი ორთქლზე
ორთქლზე ბროკოლის მომზადება საკმაოდ მარტივია სამზარეულოს მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უნარჩუნებს ბოსტნეულს სასარგებლო ნივთიერებებს, თან ამავდროულად არის ხრაშუნა და რბილი. გარეცხეთ, დაანაწევრეთ და ორთქლზე მოხარშეთ 5 წუთით. შემდგომ კი კვლავ ყინულიან წყალში ჩაუშვით ფერის შესანარჩუნებლად.
მოთუშული ბროკოლი
დარწმუნდით, რომ რეცხვის შემდგომ ბროკოლი საკმარისად დაიწრიტა. მცენარეული ზეთით სავსე ტაფა მიიყვანეთ სიმხურვალემდე, შემდგომ დააწყვეთ ბროკოლი, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 5-7 წუთით. მოთუშეთ მარილის გარეშე.