როგორ მოვუაროთ საქონელს (ძროხას)
თანამედროვე მერძეული ჯიშის ფურებს, შეუძლიათ ლაქტაციის პერიოდში 1000 კგ-ზე მეტი რძის ფორმირება და გამოყოფა ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე, ხოლო რეკორდისტ ფურებს ამავე ცოცხალ მასაზე უნარი შესწევთ გამოყონ 3000 და მეტი კილოგრამი რძე. ფური 6000 კგ მონაწველით (წლიურად) გამოყოფს თითქმის 15 ათას მჯ ენერგიას, 760 კგ-ზე მეტ მშრალ ნივთიერებას, მათ შორის 200-210 კგ ცილებს, 210-230 კგ რძის ცხიმს, 270-290 კგ ლაქტოზას, 35 კგ-ზე მეტ მინერალურ ნივთიერებებს.