როგორ მოვუაროთ საქონელს (ძროხას) - rogor.ge

როგორ მოვუაროთ საქონელს (ძროხას)

 

ძროხის კვების ნორმები დამუშავებულია ასაკის, ცოცხალი მასის, პროდუქტიულობის დონის და ცხოველის ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით. აღნიშნულ ნორმებში გაკონტროლებული მაჩვენებლების რიცხვი გაზრდილია 6-დან 34-მდე. ახალ ნორმებში შეტანილია ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა მიმოცვლის ენერგია, მშრალი ნივთიერება, ნედლი პროტეინი, ნედლი უჯრედანა, სახამებელი, შაქრები, ნედლი ცხიმი, მაგნიუმი, კალიუმი, გოგირდი, რკინა, სპილენძი, თუთია, კობალტი, მარგანეცი, იოდი, B და E ვიტამინი.

 

მაკე მშრალი ფურის კვება მაკეობის პერიოდში ფურებში დიდდება ნივთიერებათა მიმოცვლის დონე, რაც დაკავშირებულია პლაცენტის და ემბრიონის განვითარებასთან. ემბრიონალური პერიოდი გრძელდება 1-დან 34 დღის ჩათვლით, ნაყოფისწინა - 35-დან 60 დღის ჩათვლით და ნაყოფის 61-დან 285 დღის ჩათვლით. მშრალობის პერიოდი ფურისათვის შეადგენს 60 დღეს. მშრალობის პერიოდს წინ უსწრებს ფურის გამოშრობა, ანუ ლაქტაციის შეწყვეტა. გაშრობის ძირითად ხერხს მიეკუთვნება - წველის ჯერადობის შემცირება და საკვები ულუფის შეცვლა. პირველად ფური გადაყავთ ორჯერად წველაზე, შემდეგ ერთჯერადზე და შემდეგ დღეგამოშვებით წველაზე. წველის შეწყვეტის შემდეგ აკონტროლებენ სარძევე ჯირკვლების მდგომარეობას. ზამთრის ულუფიდან გამოთიშავენ წვნიან და კონცენტრირებულ საკვებს. ზაფხულის პერიოდში მწვანე მასას ხშირად ცვლიან უხეში საკვებით. გაცილებით ძნელია მაღალპროდუქტიული ფურების გაშრობა, რომელთა დღიური მონაწველი ლაქტაციის ბოლოსათვის ხშირად შეადგენს 10-12 კგ-ს. ამიტომ მათი ულუფიდან გამოთიშავენ წვნიან და კონცენტრირებულ საკვებს, უმცირებენ სასმელი წყლის რაოდენობას. გაშრობის შემდეგ საკვების რაოდენობას თანდათანობით ადიდებენ ნორმამდე.

 

მაკე მშრალი ფურის საკვების სტრუქტურა ზამთრის პერიოდისათვის შეიძლება ასეთი იყოს: თივა - 50%, წვნიანი საკვები - 25, კონცენტრატი - 25. ზაფხულის პერიოდში თივა და წვნიანი საკვები შეიცვლება მწვანე საკვებით. საშუალოდ ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე მაკე მშრალ ფურს შეიძლება მიეცეს 2-2,5 კგ თივა და ნამჯა. უხეშ საკვებზე დამატებით მაკე-მშრალ ფურს აძლევენ 1-1,5 კგ სენაჟს, 2- 2,5 კგ სილოს, 1 კგ ძირხვენეულს. კონცენტრატი ეძლევა 1,5-2 კგ-ის რაოდენობით. საუკეთესო კონცენტრულ საკვებად ამ პერიოდისათვის ითვლება ხორბლის ქატო, შვრიის ღერღილი, სელის და მზესუმზირის კოპტონი და შროტი. არ შეიძლება ბამბის კოპტონის და შროტის გამოყენება, რომლებიც შეიცავენ მომწამლავ ნივთიერებას, ჰოსიპოლს, რამაც შეიძლება აბორტი ან დასუსტებული ხბოს დაბადება გამოიწვიოს. არ შეიძლება შარდოვანის გამოყენება, ულუფაში უნდა ჩაირთოს მხოლოდ კეთილხარისხოვანი საკვები. სამაგალითო ზამთრის ულუფა მაკე მშრალი ფურისათვის მოცემულია ცხრილში.

 

მეწველი ფურის კვება მეწველი ფურის ნორმას ადგენენ მათი ცოცხალი მასის, წველადობის დონის და რძეში ცხიმის პროცენტის გათვალისწინებით. განწველის პერიოდში ფურის კვების ნორმას ადგენენ ფაქტიური პროდუქტიულობის ზევით 2-დან 4კგ-მდე რძეზე. ნორმებს საკონტროლო წველის შედეგებიდან გამომინარე გადასინჯავენ თვეში 2-3-ჯერ. მეწველი ფურის ფიზიკური და ფიზიოლოგიური შესაძლებლობანი ულუფის მშრალი ნივთიერების მოთხოვნილებაზე დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, კერძოდ, მერძეულ პროდუქტიულობაზე, ცოცხალ მასაზე, ლაქტაციის პერიოდზე, მშრალი ნივთიერების ენერგიის კონცენტრაციაზე და ულუფაში კონცენტრატული საკვების დონეზე. ბოლო ორი ფაქტორი დამოკიდებულია ულუფის სტრუქტურაზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია მერძეულ პროდუქტიულობასთან.

 

ძროხის მოზარდის კვება (ხბო) ჩვენს ქვეყანაში 6 თვემდე ასაკის ხბოს კვებავენ ნორმირებულად სხვადასხვა სამეცნირო დაწესებულებების მიერ დამუშავებული კვების სქემების მიხედვით. კვების სქემები დამუშავებულია საფურე ხბოსათვის 6 თვის ასაკში 130-დან 175 კგ- მდე და ბოჩოლასათვის იმა- ვე ასაკში 160-დან 210 კგ-მდე ცოცხალი მასით. 6 თვემდე ასაკის საფურე ხბოს გამოზრდისათვის იხარჯება 180-დან 350 კგ-მდე მოუხდელი და 200- 600 კგ ცხიმგაცლილი რძე. კვების სქემებში, რომლებშიც გათვალისწინებულია მოუხდელი რძის შემცვლელის გამოყენება, საფურე ხბოს მოუხდელი რძით კვებავენ სიცოცხლის პირველ 10 დღეს 50 კგ-ის რაოდენობით. შემდეგ გადაყავთ რძის შემცვლელის გამოყენებაზე (21-24 კგ მშრალ ფხვნილზე გაანგარიშებით). 10 კგ აღდგენილი რძის მოსამზადებლად იხარჯება 1,1-1,2 კგ მშრალი მოუხდელი რძის შემცვლელი რძის პროდუქტები ხბოს ეძლევა ზომიერი დოზით და ასაკის მატებასთან ერთად ამ საკვებთა რაოდენობა თანდათანობით კლებულობს. ულუფაში ჩართავენ კონცენტრირებულ და მოცულობიან საკვებს. სიცოცხლის პირველი თვიდან ხბოს კონცენტრატული საკვებიდან ჩვეულებრივ აძლევენ გაცრილი შვრიის ფქვილს ან კონცენტრატების ნარევს, რომელიც შეიცავს ერთნაირი რაოდენობით შვრიის ფქვილს, სიმინდის ფქვილს, ხორბლის ქატოს, მზესუმზირისა და სელის კოპტონს, გარდა ამისა ხბოს ასევე კვებავენ შემდეგი სტრუქტურით დამზადებული კომბინირებული საკვებით 4-6 თვის ასაკის ხბოებისათვის ამზადებენ კომბი-ნირებულ საკვებთა ნაირსახეობას, რომელთა შემადგენლობაში შედის მარცვლეული საკვების ფართო ასორტიმენტი (სიმინდის, ქერის, ხორბლის, შვრიის ფქვილი), ცილო ვანი დანამატები (საკვები საფუარი, მზესუმზირის და სელის კოპტონი და შროტი, ბალახის ფქვილი, თევზის ფქვილი), მინერალური დანამატები (ცარცი, საკვები ფოსფატი, ძვლის ფქვილი, მარილი) და A და D ვიტამინის პრეპარატები, მიკროელემენტების მარილები (კობალტის, სპილენძის, რკინის, იოდის, მარგანეცის, თუთიის).