ტოლმა - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სწორად ტოლმა, რომ დარჩეს წვნიანი? შეფებმა საიდუმლო ინგრედიენტი გაგვიმხილეს

ტოლმა – რბილი კომბოსტოს ფურცლებში გახვეული სურნელოვანი ხორცისა და ბრინჯის ნაზავი, ბოსტნეულთან ერთად მოთუშული, უნიკალურ არომატსა და ტექსტურას ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ტოლმის მომზადება მარტივი ჩანს, სინამდვილეში ეს კერძი გარკვეულ კულინარიულ ოსტატობასა და ხრიკებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, გამოცდილმა შეფებმა გადაწყვიტეს გაგვიზიარონ თავიანთი საიდუმლო, რომელიც ტოლმას წვნიანს, არომატულსა და შეუდარებლად გემრიელს გახდის.

როგორ მოამზადოთ ტოლმის უგემრიელესი წვნიანი - იდეალურია ნაბახუსევზე

უგემრიელესი წვნიანი გატარებული ხორცით, ბრინჯითა და კომბოსტოთი, რომელიც გემოთი ძალიან ჰგავს კომბოსტოს ტოლმას. არაჟნით და შავი პურით - უბრალოდ იდეალური წვნიანია.

უმჯობესია მოამზადოთ კომბოსტოს რბილი ჯიშებისგან - ადრეული ან, მაგალითად, პეკინის კომბოსტოთი. გვიანი კომბოსტო ძალიან დიდხანს იხარშება, ამიტომ ამ შემთხვევაში არ იქნება შესაფერისი.

სხვათა შორის, შეგიძლიათ ტოლმის წვნიანი დიდ ქვაბში მოხარშოთ და ნახევარი გაყინოთ. როცა მშიერი იქნებით, გაალღვეთ და ხელახლა გააცხელეთ.

როგორ გავაკეთოთ 3-ჯერ უფრო გემრიელი ტოლმა

გთავაზობთ ტრადიციული და ყველასათვის კარგად ცნობილი კერძის მომზადების განსხვავებულ ვარიანტს! ღუმელში მომზადებული ტოლმა უდავოდ განსხვავებული და ძალიან გემრიელია.

როგორ მოვამზადოთ ტოლმა?

ტოლმა გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი საჭმელია. სასარგებლოც, რადგან კომბოსტო ბევრ С ვიტამინს შეიცავს, ხორცი კი პროტეინებს. ის მსუყეცააა და ბარაქიანიც. ერთი შეხედვით, მისი რეცეპტი ყველამ ვიცით, მაგრამ ხშირად რაღაც დეტალი გვავიწყდება. ხან არ გვახსოვს რომელი მწვანილი უნდა ჩავყაროთ ფარშში, ხანაც სადილის მომზადების დრო გვაფიქრებს. ამიტომ კარგი იქნება თუ მუდამ ხელთ გვექნება ტოლმის მომზადების რეცეპტი. საჭირო დროს ჩავხედავთ და ვიხელმძღვანელოთ.