როგორ გავაკეთოთ 3-ჯერ უფრო გემრიელი ტოლმა - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ 3-ჯერ უფრო გემრიელი ტოლმა

მოწალეთ კომბოსტო, მოაცილეთ ფრთხილად ფურცხლები, ისე, რომ არ დააზიანოთ.

მოხარშით ბრინჯი (ოღონდ არა ბოლომდე). დაჭერით წვრილად ხახვი, გახეხეთ წვრილად სტაფილი. მოხარშულ და გაცივებული ბრინჯი შეურიეთ ფარშს, შეანელეთ მარილითა და პილპილით.

გაახვიეთ მომზადებული ფარში კომბოსტოს ფურცლებში და მოათავსეთ ღუმელის ზეთწასმულ ფირფიტაზე.

დაასხით წყალი, გადააფარეთ ფირფიტას ფოლა და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.

ახლა დაჭერით პომიდორი წვრილად, ყველი გახეხეთ, დაჭერით მწვანილი წვრილად, ნიორი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ არაჟანი, მარილი და პილპილი – ყველაფერი კარგად აურიეთ.

30 წუთის გასვლის შემდეგ, გამოიღეთ ღუმელიდან ტოლმა, მოხსენით ფოლგა, თანაბრად გაანაწილეთ მომზადებული "ქურქი" და შედგით ისევ 10-15 წუთი ღუმელში.

წყარო: gemrielia.ge

იხილეთ: როგორ მოვხარშოთ ტოლმა საიდუმლო ინგრედიენტთან ერთად