როგორ გავიგოთ iPhone 3GS-ზე Bootrom-ის ვერსია - rogor.ge

როგორ გავიგოთ iPhone 3GS-ზე Bootrom-ის ვერსია

 

Windows 7/Vista/XP-ზე ჩართეთ iTunes და ტელეფონი გადაიყვანეთ DFU Mode-ში

 

იმის შემდეგ, რაც აითუნსი შეგატყობინებთ, რომ მოწყობილობა გადაყვანილია DFU Mode-ში, თუ მოიხმართ Windows XP-ს, მაშინ დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით My Computer-ზე, შემდეგ Properties -> Hardware (tab) -> Device Manager. თუ ახალი Windows გიყენიათ, აჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს My Computer-ზე, შემდეგ Properties და Device Manager (მარცხენა ზედა კუთხეში)

 

ჩამოშალეთ განყოფილება "Universal Serial Bus (USB) Controller" (ისრის (>) ან პლიუს (+) ღილაკის დაჭერით)

 

ჩამოშლილ დივაისებში დაინახავთ Apple Mobile Device USB Driver და დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, შემდეგ Properties

 

გადადით ტაბ დეტალებში (Details) და მოძებნეთ Device Instance ID

 

სქროლი გაწიეთ მარჯვნივ და დანიახავთ IBOOT წარწერას ციფრებით, თუ ეს ციფრები არის 359.3, ესეიგი ძველ ბუთრუმზეა თქვენი აიფონი (Old Bootrom), თუ ციფრები არის 359.3.2 ან მეტი, მაშინ ახალი ბუთრუმია (New Bootrom) იხ. სურათი - New Bootrom იხ. სურათი - Old Bootrom

 

Windows-ზე iDetector პროგრამის დახმარებით გადმოიწერეთ პროგრამა iDetector (დარწმუნდით, რომ კომპიუტერში დაყენებული გაქვთ iTunes)

 

დააჭირეთ ღილაკს "Is my Bootrom Old or New?"

 

Mac OS X-ზე ჩართეთ iTunes და ტელეფონი გადაიყვანეთ DFU Mode-ში

 

როდესაც აითუნსი შეგატყობინებთ, რომ მოწყობილობა გადაყვანილია DFU Mode-ში, გახსენით "System Profiler", და გადადით Hardware -> USB (მენიუ არის მარცხენა მხარეს).

 

"USB Device Tree"-ს ქვემოთ, ნახავთ და დააჭერთ "Apple Mobile Device (DFU Mode)".

 

Serial Number-ის გასწვრივ ქვემოთ, დაიანხავთ წარწერას ციფრებით IBOOT. თუ ეს ციფრები არის 359.3, ესეიგი ძველ ბუთრუმზეა თქვენი აიფონი (Old Bootrom), თუ ციფრები არის 359.3.2 ან მეტი, მაშინ ახალი ბუთრუმია (New Bootrom) იხ. სურათი - New Bootrom იხ. სურათი - Old Bootrom