როგორ დავწეროთ CV [II] - rogor.ge

როგორ დავწეროთ CV [II]

 

პერსონალური მონაცემები - აქ თქვენ უნდა მიუთითოთ საკუთარი დაბადების თარიღი, საკონტაქტო მისამართი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და მოქალაქეობა. იმ შემთხვევაში, თუ დროის სხვადასხვა მონაკვეთში თქვენ კონტაქტი შესაძლებელია სხვადასხვა კოორდინატებსა და ტელეფონის ნომრებზე, მაშინ საჭიროა მათი მითითებაც. პერსონალური მონაცემების ნაწერი შეიცლება უფრო მცირე ზომის შრიფტის საშუალებით დაწერით, ვიდრე დანარჩენი მონაცემების, იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სივრცის ეკონომია. პერსონალური ინფორმაციას არ უნდა გადაჰქონდეს ყურადღება საკუთარ თავზე. არავინ აგიყვანთ სამსახურში იმის გამო, რომ კარგი ფსევდონიმი გაქვთ შერჩეული ელექტრონული ფოსტისათვის! თუ თქვენმა რეზიუმემ მოახერხა სასურველი ეფექტის მოხდენა, მაშინ დამსაქმებელს არ გაუჭირდება თქვენი მოძებნა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პერსონალური ინფორმაცია არ არის საჭირო, უბრალოდ ის არ წარმოადგენს CV-ს იმ ნაწილს, რომლის წაკითხვა დაგეხმარებათ მუშაობის დაწყებაში. საჭიროა საკუთარი სახელი დაწერილი იყოს უფრო დიდი შრიფტით, ვიდრე დანარჩენი ტექსტი საიდანაც მკითხველი იგებს ვინ არის წაკითხული რეზიუმეს ავტორი - ქალბატონი თუ მამაკაცი. სივრცის ეკონომიის მიზნით, შეგიძლიათ წაშალოთ ხაზი Curriculum Vitae. საბოლოო ჯამში, თუ დაწერთ კარგ რეზიუმეს, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ქაღალდის ეს ნაჭერი არის CV, არაა ამის ხმამაღლა ახსნის აუცილებლობა.

 

მიზანი - ეს არის იმის მოკლე აღწერილობა, თუ რეალურად რისი კეთება გსურთ. თუ მიუთითებთ აგილს, რომლისთვისაც იღწვით, სულაც არ არის ცუდი, მაგრამ შეეცადეთ არ იყოთ კატეგორიული. მაგალითად: არასასურველია "იმისათვის, რომ მივიღო ეს სტიპენდია", სასურველია "ამ სფეროში კარიერული წინსვლისათვის". მიუთითეთ რას ისწავლით იმ შემთხვევაში, თუ მიიღებთ სტიპენდიას. თუ თქვენ შეგაქვთ განცხადება სამუშაოზე ასაყვანად, მაშინ შეგიძლიათ იყოთ უფრო კონკრეტული - "თანამდებობის მისაღებად, რომლის საშუალებითაც შევძლებ საკუთარი შესაძლებლობები გამოყენებას [i](მიუთითეთ სფერო)[/i]-ში". შეგიძლიათ რამდენი ხაზი გამოიყენოთ იმის აღწერისათვის, რომ თქვენ შეძლებთ უფრო მეტის გაკეთებას კომპანიისათვის, ვიდრე კომპანიას შეუძლია გააკეთოს თქვენთვის. კარგი მიზნის დაწერა რთულია, დაგჭირდებათ დრო, იმის მოსაფიქრებლად, თუ ზუსტად რის დაწერას აპირებთ.

 

განათლება - თუ თქვენ, ჩვენი საიტის სტუმარი, ხართ ის ვინც გვგონიხართ - ახალგაზრდა სტუდენტი ან ადამიანი, რომელმაც ახლახან დაამთავრა სასწავლებელი ან უბრალოდ სურს ჰქონდეს ხარისხიანი CV, მაშინ დოკუმენტის დაწყებას გირჩევთ ინფორმაციით თქვენი განათლების შესახებ. სავარაუდოდ ამ ასაკში ეს არის თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი. გირჩევთ სასწავლებლების ჩამოთვლა დაიწყოთ შეტრიალებული თანმიმდევრობით (უახლესიდან-უძველესისკენ), რადგან ის უფრო დიდი მნიშვნელობის მქონეა, თუ რომელი ხარისხის მაგისტრი ხართ, ვიდრე სკოლაში მიღებული მაღალი ქულები. იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორი თანმიმდევრობით გადაწყვეტთ მოვლენების ჩამოთვლას (ქრონოლოგიურად თუ პირიქით), მთავარია შეინარჩუნოთ იგი რეზიუმეს წერის მთლიანი პროცესის განმავლობაში. შეეცადეთ, რომ თქვენს მიღწევებს სკოლაში მისცეთ დეტალური განმარტება: კლასები (არ დაგავიწყდეთ კლასის მითითება, რადგან მათი რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს დამსაქმებლისათვის ცნობილი დამამთავრებელი კლასის რაოდენობისგან), თქვენი დისერტაციის დასახელება, დასრულების მოსალოდნელი თარიღი, იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. არ არის საჭირო მთელი ინფორმაციის მიწოდება. სასურველია მხოლოდ იმაზე საუბარი, რაც წარმოგაჩენთ უკეთესი მხრიდან. თქვენი ქულები ვერ ჯობნიდა კი კლასელების 20%-ის შეფასებისას? უმჯობესია აღარაფერი ვთქვათ რეიტინგზე, შესაძლოა თქვენ ახლაც კარგი შეფასებები გაქვთ ან თქვენი სკოლა საკმაოდ სახელოვანი იყო. ყოველ შემთხვევაში, არ გააზვიადოთ ინფორმაცია შეფასებების შესახებ, ვინაიდან არ ფლობთ ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება შეფასებების გადამოწმება და შესაძლოა ამ დეტალის გამო სრულად დააკარგინოთ თქვენდამი ნდობა. ტყუილი დასავლეთის სკოლებში ითვლება სერიოზულ დანაშაულად.

 

მიღებული ჯილდოები - ამ სათაურის დაწერა საჭიროა "განათლების" ქვევით, იმისათვის, რომ წარმოაჩინოთ ყველა სამეცნიერო თუ სხვა მიღწევა. ასევე შეიძლება ჯილდოების განათლების გრაფაში მითითება, მაგრამ ამან შესაძლოა გაურთულოს საქმე მკითხველს, რადგან ისიც განწყობილია სასწავლებლების და არა ყველა თქვენი წარჩინების წასაკითხად. ამავდროულად ეს მნიშვნელოვანია! სხვა მხრივ ეს სწორედ ის სექციაა, სადაც უნდა იქანას ნახსენები - მიღებული სტიპენდიები, საზღვარგარეთის სერტიფიკატები, კონკურსები, რომლებშიც მიიღეთ მონაწილეობა და სხვა. აქ, ისევე როგორც მთელს რეზიუმეში, საჭიროა მიუთითოთ რა მოხდა და არა უბრალოდ მიუწეროთ თარიღები. არ არის საკმარისი წლის და "ჯილდო ფიზიკის სფეროში" მითითება. უმჯობესია დაწეროთ ზუსტი თარიღი, დრო და კონკურსის ორგანიზატორი კომპანიის სახელი. საზღვარგარეთის სტიპენდიისათვის, მიუთითეთ უნივერსიტეტის დასახელება, ფაკულტეტი, საგანი - მაგალითად, სოციალ-პოლიტიკური - ჯილდოს გამცემი დაწესებულება, იმ შემთხვევაში, თუ განსხვავდება მიმღები უნივერსიტეტისაგან.

 

პრაქტიკული გამოცდილება - ამ განყოფილებაში როგორც წესი, უთითებენ კომპანიებს + შესრულებულ სამუშაოს და სტაჟირებას. ნუ შეგრცხვებათ გაკეთებული საქმის, ნუ შეეცდებით თქვენ დაფაროთ თქვენი მიღწევები! არავინ მოელის იმას, რომ თქვენგან მილიონ დოლარიან ბიზნესის ფლობას. მაგრამ თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია ამ განყოფილების შევსებისას, რადგან ქრონოლოგიამ უნდა აჩვენოს, რომ თქვენ განიცადეთ პროგრესი და დაიუმჯობესეთ სამუშაო პირობები. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ როცა თქვენ შეგაქვთ განცხადება სამუშაოზე ასაყვანად, საჭირო პოტენციალის ზრდის ჩვენება. უნდა იგულისხმებოდეს, რომ ყოველი შემდეგი სამუშაო თქვენთვის უფრო მეტი გამოწვევაა და შეძლებთ მოცემულ სამუშაოზე მეტად წარმოიჩინოთ თავი. საერთო შედეგმა თქვენი თავი უნდა წარმოაჩინოს, როგორც ლიდერი, ინიციატივითა და კრეატიულობით გამორჩეული ადამიანი. არ დაგავიწყდეთ, რომ საჭიროა რეზიუმეს მკითხველის დარწმუნება იმაში, რომ თქვენ ხართ საუკეთესო ვარიანტი მოცემულ სამუშაოზე ასაყვანად.

 

კლასსგარეშე საქმიანობა - თუ თქვენ წერთ პროფესიულ და არა აკადემიურ CV-ს, მაშინ საჭიროა მიუთითოთ კონფერენციები და ნებისმიერი სხვა კლასსგარეშე აქტივობა, რომლებიც რატომღაც აქამდე ვერ მოხვდა თქვენს რეზიუმეში. კარგად შედგენილ CV-ს ამ ნაწილს შეუძლია თქვენი წარმოჩენა, როგორც ლიდერის, ინიციატივის მქონე ადამიანის და არა უბრალოდ კრეტინის, რომელსაც მხოლოდ კარგი შეფასებები აქვს.

 

ენები - ჩამოწერეთ ყველა იმ ენის სია, რომელსაც ფლობთ და გვერდზე მიუწერეთ მათი ცოდნის ხარისხი. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სკალას: სასაუბრო, საშუალო, მოწინავე და თავისუფალი. ჩამოთვალეთ ყველა სერტიფიკატი და/ან TOEFL-ის მსგავსი შეფასებები, თავისი თარიღებით.

 

კომპიუტერული უნარ-ჩვევები - მიუთითეთ ყველაფერი რაც იცით, ინტერნეტ ბროუზერებისა და ტექსტური რედაქტორების ჩათვლით. სულაც არ არის საჭირო იცოდეთ C++, თუ არ გსურთ გახდეთ პროგრამისტი. სერტიფიკატები და სპეციფიური ცოდნა.

 

ჰობი - ჩამოთვალეთ ისინი, თუ ჯერ კიდევ დაგრჩათ სივრცე გვერდზე. ეს განყოფილება დადებითად მოქმედებს რეზიუმეზე, ვინაიდან აჩვენებს, რომ თქვენ არ ხართ უსიცოცხლო მომუშავე მანქანა (трудоголик), არამედ ნორმალური, საინტერესო ადამიანი. არ არის აუცილებელი გქონდეთ მარკების 20,000-იანი კოლექცია, საკმარისია მიუთითოთ კითხვა ან მთაზე ცოცვა.

 

შეგიძლიათ შეიყვანოთ სხვა სათაურები, რომლებიც პასუხობენ თქვენს მოთხოვნილებებს. ზოგიერთ CV-ს სათაურად აქვს იმ ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც მზად არიან რეკომენდაცია გაუწიონ რეზიუმეს ავტორს. დოკუმენტში მათი არ არსებობის შემთხვევაში CV-ს მკითხველი გადაწყვეტს, რომ მოცემული ჩამონათვალის მიღებას შეძლებს რეკომენდაციის გამცემთა მონაცემების მოთხოვნის შედეგად.